გვერდითმა არბიტრმა ფეხბურთელი სცემა [VIDEO]

AutoSharing Option
ჩეჩნეთის ფეხბურთის ფედერაციამ გვერდითა არბიტრ მუსა კადიროვს, რომელმაც პერმის "ამკარის" დუბლების ფეხბურთელი ილია კრიჩმარი სცემა, სამუდამო დისკვალიფიკაცია მისცა.

ინციდენტი 26 აპრილს გროზნოში, "ტერეკისა" და "ამკარის" დუბლების მატჩის დასრულების შემდეგ მოხდა.

როცა მთავარმა არბიტრმა შეხვედრა დაასრულა, გვერდითი მსაჯი ილია კრიჩმარს ეცა და ცემა დაუწყო.

არბიტრმა ფეხბურთელი ჯერ წააქცია და შემდეგ მწოლიარეს ფეხი დაარტყა.

კადიროვმა საკუთარი საქციელი იმით ახსნა, რომ კრიჩმარმა მატჩის განმავლობაში რამდენჯერმე მიაყენა მას და მის ნათესავებს სიტყვიერი შეურაცხყოფა.

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული