თურქმენეთის პრეზიდენტმა დოღში 11 მლნ დოლარი მოიგო

AutoSharing Option
თურქმენეთის პრეზიდენტმა დოღში 11 მლნ დოლარი მოიგო. გურბანგული ბერდიმუჰამედოვმა თურქული ცხენის დღისადმი მიძღვნილ დოღში, რომლის საპრიზო ფონდი 11 მლნ დოლარს შეადგენდა, პროფესიონალი მხედრის რანგში მიიღო მონაწილეობა და გაიმარჯვა.

სულ ერთკილომეტრიან დისტანციაზე ის შვიდი ცხენი ასპარეზობდა, რომელთა პატრონებმა ყველაზე დიდი ფულადი შემოწირულობები გააკეთეს. იმის შესახებ, რომ რბოლაში თავად პრეზიდენტი მიიღებდა მონაწილეობას, ცნობილი მხოლოდ მას შემდეგ გახდა, რაც შვიდივე ცხენი სარბენ ბილიკზე გამოიყვანეს.

საბოლოოდ გურბანგული ბერდიმუჰამედოვი, რომელიც თავისი ახალთექური ცხენით მესამე ნომრად ასპარეზობდა, ფინიშამდე პირველი მივიდა. მან დისტანციის დაფარვა 1 წუთსა და
21.2 წამში შეძლო.

თურქმენეთის პრეზიდენტი არა მხოლოდ დოღის დიდი თაყვანისმცემელია, არამედ ზოგადად, ცხენოსნობის სპეციალისტი. მისი ავტორობით გამოვიდა წიგნი ახალთექური ცხენების შესახებ, რომელიც თურქმენების სიამაყეა. ეს ცხენები ურჩი ხასიათით გამოირჩევიან.

დოღში გამარჯვებულმა პრეზიდენტმა გადაწყვიტა, თავისი 11 მლნ დოლარი ცხენების მოშენების განვითარებას მოახმაროს.

თურქმენეთის პირველი პირი აზარტის მოყვარული ერთადერთი მმართველი არ არის - აშშ-ის პრეზიდენტების უმეტესობა ბანქოს მოყვარული იყო. პოკერის თამაში განსაკუთრებით უყვარდათ ლინკოლნს, რუზველტსა და ტრუმენს, ხოლო უორენ ჰარდინგმა თამაშში თეთრი სახლის ჩინური სერვიზიც კი წააგო.

ambebi.ge
მკითხველის კომენტარები / 1 /
გაუჭირდებოდა :)
Maxo
18:12 30-04-2013
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული