"კარპატის" ფანები გუნდის ფეხბურთელს თავს დაესხნენ

AutoSharing Option
"დნიპროსთან" (2:4) საშინაო მარცხით განაწყენებული "კარპატის" ფანები გუნდის თავდამსხმელს სერგეი ზენევს თავს დაესხნენ.

ზენევი გუნდს ავტობუსით არ გაჰყვა, ხოლო მას შემდეგ, რაც დაცვა დაიშალა, აგრესიული ფანების გარემოცვაში აღმოჩნდა.

ფეხბურთელის მიმართ შეურაცხყოფის გარდა, თავდამსხმელმა ზურგში ერთ-ერთი გულშემატკივრისგან დარტყმა მიიღო. "ბერკუტის" სპეცდანიშნულების რაზმის მებრძოლებმა უმალ მოახდინეს რეაგირება და რამდენიმე წესრიგის დამრღვევი დააკავეს.

ინციდენტის დასრულების შემდეგ, თვითმხილველების თქმით, ზენევმა მილიციას ყველა დაკავებული გულშემატკივრის გათავისუფლება სთხოვა, თუმცა მისმა თხოვნამ არ იმოქმედა.

"კარპატის" ფანების "ჭკუის სწავლება" რამდენიმე წუთი გაგრძელდა. თავად ფეხბურთელი კი სერიოზულად არ დაზარალდა.

მომზადებულია vgolos.com.ua-ს მიხედვით

ასევე იხილეთ:
ლევან კობიაშვილმა და სანდრო კობახიძემ გოლის გემო გაიხსენეს [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული