სიის შემდგენელთა შეფასებით, მეივეზერი რობერტ გერეროსთან უკვე გამართული ბრძოლის და კიდევ ერთი ჩასატარებელი შეხვედრის სანაცვლოდ, 2013 წელს 90 მილიონ დოლარს მიიღებს. ასეთივე შედეგი ჰქონდა მას 2012 წელს. ყველაზე ოპტიმისტური შეფასებით, ამერიკელი მოკრივე 140 მილიონ დოლარს გამოიმუშავებს.
მეორე ადგილი რეიტინგში ლებრონ ჯეიმსს (კალათბურთი, 56.5 მილიონი) ერგო. მესამეზეა ამერიკული ფეხბურთის მოთამაშე დრიუ
აღნიშნულ რეიტინგში ხვდებიან ამერიკელი სპორტსმენები და აგრეთვე ამერიკულ ლიგებში მოასპარეზე უცხოელები.
* * *
გარდა ამისა, Sports Illustrated-მა ყველაზე მაღალანაზღაურებადი უცხოელი სპორტსმენების ტოპ-ოცეულიც გამოაქვეყნა. პირველი ადგილი უკავია ინგლისელ ფეხბურთელს დევიდ ბექჰემს, რომელიც 2013 წელს 48 მილიონ დოლარს გამოიმუშავებს. მეორეზეა ჩოგბურთელი როჯერ ფედერერი 43 მილიონით, მესამეზე - ავტომრბოლელი ფერნანდო ალონსო (42 მილიონი).
საუკეთესო უცხოელთა TOP-20 ასე გამოიყურება:
1. დევიდ ბექჰემი
2. როჯერ ფედერერი
3. ფერნანდო ალონსო
4. კრიშტიანო რონალდო
5. ლიონელ მესი
6. მენი პაკიაო
7. რორი მაკილროი
8. სამუელ ეტო'ო
9. მარია შარაპოვა
10. რაფაელ ნადალი
11. ლუის ჰემილტონი
12. სერხიო აგუერო
13. უეინ რუნი
14. ნოვაკ ჯოკოვიჩი
15. მიხაელ შუმახერი
16. იაია ტურე
17. ნა ლი
18. ზლატან იბრაჰიმოვიჩი
19. კაკა
20. დიდიე დროგბა
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"