როგორც ბიძინა გუჯაბიძის მეუღლემ, მარინა ბერიძემ "რუსთავი 2"-თან სატელეფონო საუბარში განაცხადა, ჯერჯერობით მათთან დაკავშირება ვერ ხერხდება, თუმცა ოჯახის წევრებისთვის ცნობილია, რომ ისინი უსაფრთხო ადგილას იმყოფებიან. მარინა ბერიძემ აღნიშნა, რომ პაკისტანში ყველა ექსპედიცია შეწყვეტილია.
პაკისტანში შეიარაღებულმა ბოევიკებმა ალპინისტები ჩაცხრილეს. უცხოური მედიის ინფორმაციით, შეიარაღებული ბოროტმოქმედები პაკისტანის პროვინცია გილგიტ-ბალტისტანში, ალპინისტების ბანაკს დაესხნენ თავს.
მოკლულია 9 ალპინისტი და ერთი გიდი. დაღუპულთა შორის 5 უკრაინის მოქალაქეა, 3 - ჩინეთის, ერთი ლიტველია, ხოლო რომელი ქვეყნის
ქართველი ალპინისტები იმავე რეგიონში, თუმცა სხვა ბანაკში იმყოფებოდნენ.
გავრცელებული ინფორმაციით, ალპინისტები პაკისტანში ერთ-ერთი ურთულესი მწვერვალის, ნანგა-პარბატის დასალაშქრავად იყვნენ ჩასულები.
როგორც "პაკისტანის მოძრაობა თალიბანის" წევრებმა განაცხადეს, თავდასხმის უკან თალიბები დგანან. პასუხისმგებლობა თავდასხმაზე ასევე აიღო სუნიტურმა დაჯგუფებამ "ჯუნდულახმა".
ინტერპრესნიუსი