ბი­ძი­ნა გუ­ჯა­ბი­ძე: შემ­თხვე­ვი­თ არ ვი­ყა­ვით იმ ავად­სახ­სე­ნე­ბელ ბა­ნაკ­ში

AutoSharing Option
ივ­ნი­სის და­საწყ­ის­ში ქარ­თვე­ლი ალ­პი­ნის­ტე­ბი: ბი­ძი­ნა გუ­ჯა­ბი­ძე და აფი გი­გა­ნი მო­რი­გი მწვერ­ვა­ლის და­სა­ლაშ­ქრად პა­კის­ტან­ში გა­ემ­გზავ­რნენ.

პირ­ვე­ლი შეტყ­ო­ბი­ნე­ბა ოჯახ­მა გუ­ჯა­ბი­ძის­გან 9 ივ­ნისს მი­ი­ღო:

"ის­ლა­მა­ბა­დი­დან ჩი­ლას­კენ მი­ვე­მარ­თე­ბით. 15 სა­ა­თის გზაა ავ­ტო­ბუ­სით. გმი­რუ­ლად ვუმ­კლავ­დე­ბით ძილ­-ბუ­რანს, სიცხ­ეს, კონ­დი­ცი­ო­ნერს...

გუნ­დში 6 უკ­რა­ი­ნე­ლი და 2 სლო­ვა­კი­ა, ორიც - ჩვენ. სი­დედ­რის გა­მო­ტა­ნე­ბუ­ლი არ­ყის ერ­თი მე­სა­მე­დი უკ­ვე შევ­სვით", - წერ­და ალ­პი­ნის­ტი ოჯახს.

წვი­მის, ზვა­ვე­ბი­სა და სხვა სირ­თუ­ლე­ე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, ალ­პი­ნის­ტე­ბი ყო­ველ­დღი­უ­რად მი­ი­წევ­დნენ მწვერ­ვა­ლის­კენ, მაგ­რამ შა­ბათს, 22 ივ­ნისს, შუ­ა­ღა­მი­სას, ნან­გა პარ­ბა­ტის ალ­პი­ნის­ტურ ბა­ნაკ­ზე ტე­რო­რის­ტუ­ლი თავ­დას­ხმა მოხ­და, რა­საც 10 მთამ­სვლე­ლი შე­ე­წი­რა.

Sportall.Ge

და­ღუ­პულ­თა
შო­რის არი­ან ჩი­ნე­ლი, უკ­რა­ი­ნე­ლი, რუ­სი ალ­პი­ნის­ტე­ბი, ასე­ვე, პა­კის­ტა­ნე­ლი გი­დი. მე­საზღ­ვრე­ე­ბის ფორ­მა­ში გა­დაც­მულ­მა 15-მა ტე­რო­რის­ტმა თავ­და­პირ­ვე­ლად მძევ­ლად აიყ­ვა­ნა ორი გი­დი. სწო­რედ მა­თი დახ­მა­რე­ბით მოხ­ვდნენ ისი­ნი ალ­პი­ნის­ტთა ბა­ნაკ­ში. ერ­თ-ერ­თი გი­დი მოკ­ლეს, მე­ო­რემ კი სრო­ლის დროს გაქ­ცე­ვა მო­ას­წრო.

ტე­რო­რის­ტებ­მა ჯერ პა­კის­ტა­ნის მო­ქა­ლა­ქე­ებს წა­არ­თვეს ფუ­ლი და დო­კუ­მენ­ტე­ბი. ერ­თ-ერ­თი მათ­გა­ნი მხო­ლოდ იმი­ტომ მოკ­ლეს, რომ ის ში­ი­ტი იყო.

ამის შემ­დეგ მათ ალ­პი­ნის­ტებს ყვე­ლა­ფე­რი ჩა­მო­არ­თვეს და ცეცხ­ლი გა­უხ­სნეს.

სა­ბედ­ნი­ე­როდ, თავ­დას­ხმი­სას ქარ­თვე­ლი ალ­პი­ნის­ტე­ბი ბი­ძი­ნა გუ­ჯა­ბი­ძე და აფი გი­გა­ნი სხვა ბა­ნაკ­ში იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ.

"ყვე­ლა სი­ახ­ლე" ქარ­თველ ალ­პი­ნისტ ბი­ძი­ნა გუ­ჯა­ბი­ძეს პა­კის­ტან­ში და­უ­კავ­შირ­და.

- ბა­ტო­ნო ბი­ძი­ნა, შე­გიძ­ლი­ათ გა­იხ­სე­ნოთ, რა მოხ­და ბა­ნაკ­ში ტე­რო­რის­ტე­ბის თავ­დას­ხმის დროს?
- ჩვენ მე­ო­რე ბა­ნაკ­ში ვი­ყა­ვით, ასი მეტ­რის და­შო­რე­ბით. თავ­დას­ხმა ღა­მით მოხ­და. მომ­ხდა­რის შე­სა­ხებ დი­ლით გა­ვი­გეთ, გვითხ­რეს, რომ მოხ­და თავ­დას­ხმა და და­ი­ღუპ­ნენ ჩე­მი მე­გობ­რე­ბი, რომ ტე­რო­რის­ტებ­მა უცხ­ო­ე­ლი ალ­პი­ნის­ტე­ბი და­ხო­ცეს.

სხვა არა­ფე­რი გაგ­ვი­გი­ა. ამ ტე­რაქტს ჩე­მი 10-კა­ცი­ა­ნი გუნ­დის 5 წევ­რი ემ­სხვერ­პლა, მათ შო­რის, ჯგუ­ფის ხელ­მძღვა­ნე­ლი. ჩე­მი ჯგუ­ფი­დან 3 უკ­რა­ი­ნე­ლი და 2 სლო­ვა­კი ალ­პი­ნის­ტი დახ­ვრი­ტეს, სულ კი 11 ადა­მი­ა­ნი.

მე და აფი გი­გა­ნი შემ­თხვე­ვი­თო­ბის წყა­ლო­ბით არ ვი­ყა­ვით იმ ავად­სახ­სე­ნე­ბელ ბა­ნაკ­ში.

- ამ­ჟა­მად სად იმ­ყო­ფე­ბით?
- ახ­ლა უსაფ­რთხოდ ვართ, ჩვე­ნი ბარ­გი "და­პა­ტიმ­რე­ბუ­ლი­ა". რო­ცა და­ვიბ­რუ­ნებთ, აუ­ცი­ლებ­ლად დავ­ბრუნ­დე­ბით სა­ქარ­თვე­ლო­ში. ეს სხვა­დას­ხვა პრო­ცე­დუ­რას მო­ი­ცავს და ზუს­ტად რო­დის მოხ­დე­ბა, არ ვი­ცი.

დაგ­ვი­კავ­შირ­და სპორ­ტი­სა და ახალ­გაზ­რდულ საქ­მე­თა მი­ნის­ტრი ლე­ვან ყი­ფი­ა­ნი და დახ­მა­რე­ბას დაგ­ვპირ­და. მთა­ვა­რი­ა, ბარ­გი და­ვიბ­რუ­ნოთ და ჩვე­ნი ძა­ლე­ბით შევ­ძლებთ სამ­შობ­ლო­ში დაბ­რუ­ნე­ბას.

- რო­დის გა­ემ­გზავ­რეთ პა­კის­ტან­ში მო­რი­გი მწვერ­ვა­ლის და­სა­ლაშ­ქრად?
- სა­ქარ­თვე­ლო­დან მე და აფი გი­გა­ნი 8 ივ­ნისს გა­ვემ­გზავ­რეთ. ეს ურ­თუ­ლე­სი მწვერ­ვა­ლი­ა. ყვე­ლა­ფე­რი კარ­გად მი­დი­ო­და, წინ მი­ვი­წევ­დით, სა­ქარ­თვე­ლო­ში ივ­ლი­სის შუა რიცხ­ვებ­ში ვა­პი­რებ­დით დაბ­რუ­ნე­ბას, მაგ­რამ, სამ­წუ­ხა­როდ, ეს უბე­დუ­რე­ბა მოხ­და, ყვე­ლა ექ­სპე­დი­ცია შეწყ­და, მთე­ლი დღე დაფ­რი­ნავ­დნენ ვერ­ტმფრე­ნე­ბი და უკან დავ­ბრუნ­დით.

ჯერ გილ­გი­თის სამ­ხედ­რო ბა­ზა­ზე გა­დაგ­ვიყ­ვა­ნეს, იქიდან ის­ლამ­აბად­ში - გვა­მე­ბის ამო­საც­ნო­ბად, სა­დაც ან­ტი­ტე­რო­რის­ტუ­ლი რაზ­მი გვი­ცავ­და.

Sportall.Ge
ფოტოსურათი აღებულია ბიძინა გუჯაბიძის ფეისბუქის გვერდიდან

თა­მარ ბო­ჭო­რიშ­ვი­ლი
ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"
(გამოდის ოთხშაბათობით)

ასევე იხილეთ:
ქართველი მთამსვლელები საქართველოში აზერბაიჯანის საელჩოს დახმარებით დაბრუნდებიან
ქართველი ალპინისტები შეიარაღებულ თავდასხმას გადაურჩნენ
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული