"Geosport.ge-ს თასი" ტრადიციული ტურნირია, რომელშიც ყოველწლიურად სხვადასხვა სპორტული მედია საშუალებების პროფესიონალი ჟურნალისტები გულშემატკივრებთან ერთად იღებენ მონაწილეობას. გამარჯვებულს გადაეცემა გარდამავალი თასი.
29 ივნისს, 12 საათზე, საფეხბურთო ტურნირის წინ, "ვისოლის" სათაო ოფისში, გაიმართება პრესკონფერენცია და წილისყრა, სადაც გაირკვევა როგორ გადანაწილდებიან გუნდები.
მონაწილეთა შორის არიან: Geosports.ge-ს, "მსოფლიო სპორტის", Sportall.ge-ს, Allsport.ge-ს, Psoni.ge-ს, "დინამოს" მედია ჯგუფის, "ჯვაროსნების", "ქომაგების", "პრაიმერისა" და "აფხაზეთის ხმის" გუნდები.