საქმე ისაა, რომ ბრაზილიის ნაკრების ფორვარდმა ჰალკმა კონფედერაციათა თასზე გამარჯვების შემდეგ ჯილდოსთან ერთად გადაღებული თავისი ფოტო გამოაქვეყნა.
კადრში შიშველი დიეგო კავალიერიც მოხვდა (უკანა ფონზე), რომელსაც ფეხებზე პირსახოცი აქვს გადაფარებული....
თითქოს ფოტოზე არაფერია განსაკუთრებული, თუ არ ჩავთვლით, რომ მახვილი თვალისთვის შესამჩნევია ბრაზილიის მეკარის "ღირსება"...
და, როგორც ხდება ხოლმე, სკანდალური ფოტო ქვეყანამ ყბად იღო.
განსაკუთრებით დანიელა კავალიერი (დიეგოს ცოლი) აქტიურობდა, რომელმაც ადგილობრივ პრესაში ამ ამბის აქტიურად განხილვა დაიწყო.
"ბევრი
ქალი ამით არ დაკმაყოფილდა და მალევე თავის ერთ-ერთ მორიგ ეროტიკულ ფოტოსესიაში ქმრის პაროდიაც შემოგვთავაზა - ინტიმური ადგილი პირსახოცით დაიფარა.
იხილეთ ფოტოგალერეა
ჰოდა, სწორედ აქ ამოუვიდა ყელში ყველაფერი დიეგო კავალიერის და ტუტუც ქალთან ურთიერთობის სრულებით გაწყვეტის გადაწყვეტილება მიიღო.
აიფარე ახლა პირსახოცი ერთ ადგილზე და იყავი შენთვისო, - დაახლოებით ასეთი რამ მიაძახა დიეგომ მისი ბინიდან აბარგებულ ქალს.