დღის სუპერგოგონა: ბრაზილიის ნაკრების მეკარის ტუტუცი ცოლი

AutoSharing Option
ბრაზილიელი მეკარე დიეგო კავალიერი მეუღლის საქციელზე აღშფოთდა და დაშორდა. ამბავი კი ერთობ თავშესაქცევია.

საქმე ისაა, რომ ბრაზილიის ნაკრების ფორვარდმა ჰალკმა კონფედერაციათა თასზე გამარჯვების შემდეგ ჯილდოსთან ერთად გადაღებული თავისი ფოტო გამოაქვეყნა.

კადრში შიშველი დიეგო კავალიერიც მოხვდა (უკანა ფონზე), რომელსაც ფეხებზე პირსახოცი აქვს გადაფარებული....

Sportall.Ge

თითქოს ფოტოზე არაფერია განსაკუთრებული, თუ არ ჩავთვლით, რომ მახვილი თვალისთვის შესამჩნევია ბრაზილიის მეკარის "ღირსება"... 

და, როგორც ხდება ხოლმე, სკანდალური ფოტო ქვეყანამ ყბად იღო.

განსაკუთრებით დანიელა კავალიერი (დიეგოს ცოლი) აქტიურობდა, რომელმაც ადგილობრივ პრესაში ამ ამბის აქტიურად განხილვა დაიწყო.

"ბევრი
ქალი ამბობს, რომ ასოს ზომას მნიშვნელობა აქვს, მაგრამ არა ჩემთვის. მთავარი გამოცდილებაა",
- გაახმიანა თავისი სქესობრივი ცხოვრების ინტიმური დეტალები ქალბატონმა დანიელამ.

ქალი ამით არ დაკმაყოფილდა და მალევე თავის ერთ-ერთ მორიგ ეროტიკულ ფოტოსესიაში ქმრის პაროდიაც შემოგვთავაზა - ინტიმური ადგილი პირსახოცით დაიფარა.

იხილეთ ფოტოგალერეა
Sportall.Ge

ჰოდა, სწორედ აქ ამოუვიდა ყელში ყველაფერი დიეგო კავალიერის და ტუტუც ქალთან ურთიერთობის სრულებით გაწყვეტის გადაწყვეტილება მიიღო.

აიფარე ახლა პირსახოცი ერთ ადგილზე და იყავი შენთვისო, - დაახლოებით ასეთი რამ მიაძახა დიეგომ მისი ბინიდან აბარგებულ ქალს.
მკითხველის კომენტარები / 6 /
გინდა ტუტუცი ეძახეთ,გინდა ბრძენი.ფოტო გალერეა მაგარი აქვს,ამ ბრაზილიანკას.მადლობთ,გულიანად ...
sandro
18:28 12-07-2013
0
დებილობაა!!
ოთარი
00:17 11-07-2013
0

სიახლეები პოპულარული