შერეული ორთაბრძოლების ცნობილი მებრძოლები ქუჩურ ჩხუბში მიასიკვდილეს [VIDEO]

AutoSharing Option
შერეული ორთაბრძოლების ცნობილი ბრაზილიელი მებრძოლები მაიკლ ფალკაო და კაუი მენი ქუჩურ ჩხუბში სასტიკად გაილახნენ. თავდამსხმელებმა ისე უმოწყალოდ სცემეს სპორტსმენები, რომ 22 წლის მენი სულაც საავადმყოფოში წასაყვანი გახდა...

ჩხუბის მიზეზი ბენზინგასამართი სადგურის მაღაზიაში ფალკაოს კონფლიქტი გახდა გოგონებთან, რომელთაგან ერთ-ერთს სპორტსმენმა წაუთაქა კიდეც. ამ ყველაფერს სათვალთვალო ვიდეოკამერა აფიქსირებდა.

ინციდენტიდან გარკვეული დროის შემდეგ მაღაზიაში გოგონები ბიჭების ჯგუფთან ერთად დაბრუნდნენ და ნამდვილი ჩხუბიც მაშინ გაჩაღდა. სპორტსმენები შენობაში თავდამსხმელებს გაუმკლავდნენ, თუმცა ქუჩაში გასულ ფალკაოს ერთ-ერთმა თავში ხის კეტი ჩასცხო, რის შედეგადაც სპორტსმენმა გონება დაკარგა და
დაეცა.

მალე უგონოდ დაეცა ძირს მენიც, რომელსაც უკნიდან ჩაარტყეს.

აღსანიშნავია, რომ თავდამსხმელები ძირს გართხმულ სპორტსმენთა ცემას იქამდე აგრძელებდნენ, სანამ პოლიცია არ გამოჩნდა.

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

კაუი რეანიმაციაში მძიმე მდგომარეობაშია, თავდამსხმელების დაკავების შესახებ კი არაფერია ცნობილი.

საგულისხმოა, რომ ფალკაო გოგონასთან ჩხუბისთვის ადრეც გახვეულა სკანდალში. 2010 წელს მას ბრალი ყოფილი შეყვარებულის ცემისთვის წაუყენეს.
მკითხველის კომენტარები / 5 /
რა საღოლ ტოო.. მთვრალ სპორსმენებს ვერ მოერიენ და ბოლოს პოდლურად მიპარვით დაყარეს.. მერე უგონო ადამიანებს მივარდნენ გიენებივით და სასიკვდილოდ გაიმეტეს. ფუ ეგეთ კაცობას
გიორგი
16:42 12-07-2013
0
ის ახვარი გოგო არც აპირებდა კასიდან გაწევას და ჯერ რა კატეგორიის არიან კარგად ჩანს. დილის 5 საათზე სასტავთან ერთად. ეგ ისტორია დიდი მსჯელობის საგანი გახდა სხვადასხვა უცხოურ საიტზე და ბევრი ინფორმაცია გახდა ცნობილი. ჯერ ერთი რომ ფალკაო მაგარი მთვრალი იყო და იმ ტურების ბანდა მაინც იოლად მოიგერიეს.. უკვე ჩაწყანრებულიც იყო სიტუაცია და ჯოგიც მიჩმორებული იყო(შორიდან ბლატაობდნენ ფინიებივით)როცა ერთი არაკაცი უკნიდან მიეპარათ და პირველი მენის ჩაარტყა კეტი თავში. და რამო ჯიგარო ამის გამართლება არაფრით არ შეიძლება. ძირს დაგდებულ უგონო კაცს რო მთელი გამეტებით უტყამდნენ. და ფალკაოს კი არ ურტყამდნენ არამედ მენის, რომელმაც ვაჟკაცურარ იჩხუბა.. ტფუ მართლა იმ ახვრებს. არის კიდევ ერთი ინფო.. ადრე მაგ ბენზინკალონკაზე მმა-ს 8 მებრძოლმა ყველა დაიფინა და მაგ კალონკის შეფმა ამ ფორმით შური იძია. ანუ იმ ახვარმა გოგოებმა გაუჩალიჩეს ფალკაოს და მერე იქვე ჩასაფრებული ნაბიჭვრების თუ სუტენიორების ჯოგი ელოდა ამას.. მოკლედ არანაირი გამართლება არ აქვს ბესპრედელს და მორჩა. ღმერთმა გამოაჯანმრთელოს მენი.მაგარი ცოდვაა.. ეგ ხო ნაღდად არაფერ შუაში იყო
ტაისონა
16:31 12-07-2013
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული