მძიმე სენით დაავადებულ ფანს გარდაცვალებამდე საოცარი საჩუქარი გაუკეთეს [VIDEO]

AutoSharing Option
"ჟღალი მარკი" როტერდამის "ფეიენოორდის" ყველაზე ცნობილი გულშემატკივარი იყო 41 წლის განმავლობაში.

როდესაც მას სასიკვდილო დიაგნოზი დაუსვეს, ექიმებმა სიცოცხლის დარჩენილი დღეები მაქსიმუმ ერთი თვით განუსაზღვრეს.

მარკის ბოლო სურვილი იყო, საყვარელი გუნდის ვარჯიშს უკანასკნელად დასწრებოდა. 26 ივნისს მას ეს სურვილი შეუსრულდა, თანაც ისე, რომ მარკმა იგრძნო, ტყუილად არ უცხოვრია...

როტერდამის "დე კუიპის" სტადიონზე "ჟღალი მარკის" პატივსაცემად 6 ათასი გულშემატკივარი შეიკრიბა.

გაუშვეს ფოიერვერკები და მარკისთვის თანადგომის გამოსახატად, ყველამ ერთად იმღერა You will never walk alone.

კლუბის ყველაზე ერთგულმა გულშემატკივარმა საჩუქრად ახალი დიზაინით შეკერილი
მაისურიც მიიღო.

მარკი საკაცით მიიყვანეს მოედანზე, თუმცა მან ტკივილებს სძლია, წამოდგა და აცრემლებულმა შემოიარა მთელი სტადიონი.

"ახლა არანაირ ტკივილს არ ვგრძნობ, რადგან სიცოცხლის ბოლო საათებს ჩემს მეგობრებთან და ოჯახთან ერთად ვატარებ"
- თქვა მარკმა.

სამი დღის შემდეგ "ჟღალი მარკი" გარდაიცვალა, თუმცა სიკვდილის წინ მიხვდა, რომ იცხოვრა საზოგადოებაში, სადაც მის მიზანს და იდეას აფასებდნენ.

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 5 /
რაც შეეხება ამ კონკრეტულ ფაქტს, მართლაც ადამიანობის, სიყვარულის, სოლიდარობის და დიდსულოვნების გამოვლინებაა... ეს კარგი კაცი კი ნათელში ამყოფოს ღმერთმა, ამ სიყვარულსაც მოპოვება უნდა...
dato
10:53 26-07-2013
0
ასი პროცენტით გეთანხმები მურტალო, მაგრამ ვფიქრობ უბედურება მარტო ფეხბურთში კი არა, მთლიანად ქვეყანაში გვჭირს, ადამიანების მენტალობაა ძალიან უსუსური და მდაბიო. ყველა სფეროში უგულობა, არაპატრიოტული ხედვა და წამგებიანი პოზიცია გვიჭირვს, ამიტომაც ვერცერთ დონეზე ვერ მივიღებთ საბოლოო სტაბილურ წარმატებას!
dato
10:52 26-07-2013
0

სიახლეები პოპულარული