ფოტო-NEWS: გაისად ბრაზუკათი ითამაშებენ

AutoSharing Option
რამდენიმე ინტერნეტწყარომ გაავრცელა მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატის ოფიციალური ბურთის ფოტო. ბურთის სახელწოდებაა - "ბრაზუკა".

"ბრაზუკას" ოფიციალური პრეზენტაცია მომავალ წელს გაიმართება.

ფოტო-NEWS: პამელას საჯინიბო ჰყავს
სერიალ "მაშველების" ვარსკვლავი პამელა ანდერსონი სათავეში ჩაუდგა აღორძინებულ საჯინიბო Racealliance-ს, რომელიც მონაწილეობას მიიღებს FIA GT-ის სერიის დარჩენილ სამ ეტაპში. გუნდის ერთ-ერთი წევრი იქნება ფორმულა 1-ის ყოფილი პილოტი, იტალიელი ვიტანტონიო ლიუცი.

კანადელმა მსახიობმა და მოდელმა გადაწყვიტა სარბოლო კოლექტივის აღორძინება, რომელიც თავისი "ასტონ მარტინით" გამოდიოდა 2006-08 წლებში FIA GT-ის სერიაში. ახალ გუნდს საკმაოდ შთამბეჭდავი სახელწოდება აქვს - Racealliance
by Pamela Anderson.

გუნდის ბაზა ავსტრიიდან გერმანიაში გადაიტანეს, მისი ერთადერთი Ferrari 458 Italia კი სეზონის სამ ბოლო რბოლაში განაცხადშია შეტანილი. უახლოესი ეტაპი მომავალ უქმეებზე სლოვაკეთში გაიმართება. მანქანის საჭეს გაიყოფენ ვიტანტონიო ლიუცი და ფორმულა 1-ის სამგზის ჩემპიონი ნიკი ლაუდას ვაჟი - მატიას ლაუდა. ეს უკანასკნელი შარშან გამოდიოდა FIA GT1-ის მსოფლიოს ჩემპიონატში, სადაც BMW-ს ღირსებას იცავდა.

პამელა ანდერსონმა Racealliance-ის თანამფლობელთან, მარკუს ფუქსთან ერთად ააღორძინა გუნდი FIA GT1-ში და მომავალში სარბოლო პროგრამის გაფართოებას გეგმავს ამერიკულ სერია NASCAR-ში მონაწილეობისთვის.

Sportall.Ge

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ფოტო-NEWS: მაიკლ ჯორდანს ჩატენვა არ დავიწყებია
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული