დღის სუპერგოგონა: სადედამთილოსგან დაწუნებული როკ და სექს-ვარსკვლავი [VIDEO]

AutoSharing Option
იტალიის ნაკრებისა და "ინტერის" 24 წლის ნახევარმცველ ესეკიელ სკელოტოს ცნობილ არგენტინელ მოდელსა და როკ-ვარსკვლავ მარიანა დიარკოსთან დიდი სიყვარული კი აკავშირებდა, მაგრამ... ცოტა ხნის წინ წყვილი დაშორდა.

საინტერესო ამ ისტორიაში სწორედ დაშორების ამბავია - მიზეზი, რაოდენ უცნაურიც უნდა იყოს, ფეხბურთელის მშობლების აზრი გახდა, რომლებსაც ცხელი არგენტინელი ასულის ზესექსუალური იმიჯი თვალში არ მოუვიდათ.

"მეტისმეტად სექსუალური" - როგორც იტალიელმა ჟურნალისტებმა გაარკვიეს, თურმე სწორედ ასეთი ბრალდება წაუყენეს სკელოტოების ოჯახში 23 წლის არგენტინელ "სექს-ბომბას".

მოკლედ, მოდელისა და ფეხბურთელის რამდენიმეთვიანი რომანი დასრულდა, ხოლო რამდენად მართლები იყვნენ
ესეკიელის მშობლები, როცა სარძლო დაიწუნეს, ამის გარკვევა თქვენთვის მოგვინდვია. ოღონდ თქვენი შეხედულებები მხოლოდ ვიდეორგოლისა და ფოტოგალერეის სრულად ნახვის შემდეგ გაგვიზიარეთ :)

მარიანაზე კიდევ იმას გეტყვით, რომ არაერთხელ გაშიშვლებულა მამაკაცურ ჟურნალებში, მისი ეროტიკული ფოტოები კი ინტერნეტში დიდი პოპულარობით სარგებლობს.

იხილეთ ფოტოგალერეა
Sportall.Ge

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 8 /
ისიც ვერ გაგიგიათ, რომ მე კახელებისგან კი არ მინდა რამე, უბრალოდ ასეთი ნიკის (kaxeli) მქონე ადამიანს მივმართე.. წაკითხულის გააზრება ხომ ყველამ გავიარეთ სკოლაში?)))))
0
მტრის ოჯახში შევიდა ეს მლოკავი ლამაზმანი
dedamtili
09:27 21-08-2013
0

სიახლეები პოპულარული