დღის სუპერგოგონა: მხატვრული ტანვარჯიშიდან მხატვრულ ეროტიკამდე [VIDEO]

AutoSharing Option
ყოფილი ტანმოვარჯიშე მარია სტოლბოვა რუსეთის ნაკრების შემადგენლობაში მსოფლიოს ჩემპიონი 2002 წელს გახდა, თუმცა მას შემდეგ აქტიური სპორტისთვის თავის დანებება მოუხდა - ექიმებმა ხერხემლის ტრავმა დაუდგინეს.

ტანწერწეტა მაშამ გული მაინც არ გაიტეხა, უბრალოდ, ასპარეზი შეიცვალა - ხელი ფოტომოდელობას მიჰყო და ეროტიკის ისეთი შედევრები შექმნა, ისტორიას მის მედლებთან ერთად აუცილებლად რომ დარჩება.

დღეს სტოლბოვა დაუფარავად ამბობს, რომ მამაკაცთა მოხიბვლას არა სპორტული მიღწევებით, არამედ, უმთავრესად, თავისი ნატიფი ფიგურით ახერხებს და შესაბამისად, მის დემონსტრირებას, ზოგჯერ სრულებით შიშვლად, სულაც არ ერიდება.

ერთ-ერთი მამაკაცური ჟურნალისთვის ფოტოსესიის
შემდეგ თავის რეზიუმეში მარიამ მორიდებით თქვა: "მე ისევ მხატვრული ტანვარჯიშით ვარ დაკავებული".
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

იხილეთ ფოტოგალერეა
Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 1 /
რუსის ქალები ჩერეზჩურ მაგრები არიან :D
gio123
13:14 26-09-2013
0

სიახლეები პოპულარული