თბილისობის დღესასწაულთან დაკავშირებით ჟურნალმა "აუტო ბილდმა" მეტეხის ხიდზე რეტრო და თანამედროვე მანქანების გამოფენა მოაწყო.
გარდა ამისა, ჩატარდა მოტო და ავტო დრიფტინგი, რომლის დასრულების შემდეგ, 19 წლის მორაგბე გურამ უსტიაშვილმა მსოფლიო რეკორდი
დაამყარა. კერძოდ, სამი რეტროავტომობილი ერთმანეთს ბაგირებით გადააბა და კბილებით 4 მეტრსა და 37 სანტიმეტრზე გასწია.
ჩვენებას ესწრებოდნენ საქართველოს რეკორდების ფედერაციის წარმომადგენლები, რომლებმაც ფოტოზე და ვიდეოკამერით ასახეს გურამ უსტიაშვილის რეკორდი.
როგორც "ინტერპრესნიუსს" საქართველოს რეკორდების ფედერაციის პრეზიდენტმა დავით ბეგიაშვილმა განუცხადა, ვიდეო და
"ინტერპრესნიუსი"