რუსეთის ნაკრების მეკარე ელვირა თოდუა: ქართველები არ მიყვარს [PHOTO]

AutoSharing Option
ეს გოგონა წარმოშობით საქართველოდანაა. ელვირა თოდუა რუსეთის ქალთა საფეხბურთო ნაკრების მეკარეა. მას არა მხოლოდ ნაკრების ხუთ ულამაზეს ფეხბურთელს შორის ასახელებენ, არამედ ერთ-ერთ ულამაზეს სპორტსმენადაც მიიჩნევენ.

სპორტსმენი წარმოშობით ტყვარჩელიდან არის და ომის შემდეგ აღმოჩნდა რუსეთში. 1986 წლის 13 იანვარს დაიბადა. ტყვარჩელში შვიდ წლამდე ცხოვრობდა. ომის გამო მოუხდა აფხაზეთის დატოვება და აღმოჩნდა ყუბანში. იქვე დაიწყო ფეხბურთის თამაში, ასპარეზობდა სხვადასხვა გუნდში.

ელვირა ჟურნალისტებთან გულწრფელი და პირ
დაპირია. ამიტომ უყვართ ჟურნალისტებს მასთან საუბარი. თუმცა, რასაც ის საქართველოსა და ქართველებზე ამბობს, სამწუხაროდ, არც ისე კარგი მოსასმენია და დასანანია, რომ ასეთი ნიჭიერი ადამიანი ამგვარ მოსაზრებას გამოთქვამს.

იხილეთ ფოტოგალერეა
Sportall.Ge

- დედათქვენი რუსია, მამა აფხაზი. თქვენ რა ეროვნებისად მიგაჩნიათ თავი?
- კავკასიურ ხასიათს - იმპულსურობას, შემტევობას - ამას ვერ დამალავ. მე ქართველი არ ვარ, თუმცა ხშირად ასე მომიხსენიებენ, რადგან მიაჩნიათ, რომ ქართული გვარია. სინამდვილეში თოდუა მეგრული გვარია, ეროვნება კი პასპორტში აფხაზი მიწერია. თუმცა, პრინციპში, ეს ერთი ხალხია - ქართველები, მეგრელები, აფხაზები. ასე რომ, თუ ვინმე ძალიან დაიჟინებს, არა, შენ ქართველი ხარო, - არ ვიუარებ. როგორც უნდათ, ისე იფიქრონ.

თუმცა ქართველები არ მიყვარს. ყველა მონათესავე ხალხებიდან ისინი ყველაზე ამბიციურები, უფრო ცბიერები არიან. თუმცა, რა თქმა უნდა, ეროვნება არაფერ შუაშია. ყველგან არიან კარგი და ცუდი ადამიანები.

იხილეთ ინტერვიუს სრული ვერსია

ჟურნალი ''რეიტინგი''
მკითხველის კომენტარები / 32 /
ინტერვიუ მოაშორე ქალი დატოვე )))))))))
koko
20:45 13-12-2013
0
"პალიტრა", სამწუხაროდ, ბოლო დროს ძალიან ემსგავსება ბულვარულ მედიას. რა ღირებულების არის მსგავსი ინრევიუ-პუბლიკაციები, თუ დაფიქრებულან "პალიტრას" მესვეურები? ვერ ხვედებიან, რომ ამით იმის წისქვილზე ასხამენ წყალს, ვინც ვიკიპედიაში მეგრული საიტი შექმნეს და ეკზიუპერის "პატარა პრინცი" მეგრულად გადათარგმნეს. ამიტომ "პალიტრა" მსგავს მასალის გამოაქვეყნებით დუგინებსა და მათი დამქაშებს გაუცნობიერებლად დიდ სამსახურს უწევს.
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული