სპორტსმენი წარმოშობით ტყვარჩელიდან არის და ომის შემდეგ აღმოჩნდა რუსეთში. 1986 წლის 13 იანვარს დაიბადა. ტყვარჩელში შვიდ წლამდე ცხოვრობდა. ომის გამო მოუხდა აფხაზეთის დატოვება და აღმოჩნდა ყუბანში. იქვე დაიწყო ფეხბურთის თამაში, ასპარეზობდა სხვადასხვა გუნდში.
ელვირა ჟურნალისტებთან გულწრფელი და პირ
- დედათქვენი რუსია, მამა აფხაზი. თქვენ რა ეროვნებისად მიგაჩნიათ თავი?
- კავკასიურ ხასიათს - იმპულსურობას, შემტევობას - ამას ვერ დამალავ. მე ქართველი არ ვარ, თუმცა ხშირად ასე მომიხსენიებენ, რადგან მიაჩნიათ, რომ ქართული გვარია. სინამდვილეში თოდუა მეგრული გვარია, ეროვნება კი პასპორტში აფხაზი მიწერია. თუმცა, პრინციპში, ეს ერთი ხალხია - ქართველები, მეგრელები, აფხაზები. ასე რომ, თუ ვინმე ძალიან დაიჟინებს, არა, შენ ქართველი ხარო, - არ ვიუარებ. როგორც უნდათ, ისე იფიქრონ.
თუმცა ქართველები არ მიყვარს. ყველა მონათესავე ხალხებიდან ისინი ყველაზე ამბიციურები, უფრო ცბიერები არიან. თუმცა, რა თქმა უნდა, ეროვნება არაფერ შუაშია. ყველგან არიან კარგი და ცუდი ადამიანები.
იხილეთ ინტერვიუს სრული ვერსია
ჟურნალი ''რეიტინგი''