რუსეთში მცხოვრები მილიარდერი თბილისის ზღვასთან სპორტულ კომპლექსს ააშენებს

AutoSharing Option
კომპანია "თბილისის ზღვის ინოვაციებს", რომლის 100%-იანი წილის მფლობელი რუსეთში მოღვაწე მილიარდერი მინდია გულუაა, საქართველოს მთავრობამ ვარკეთილი-3-ის IV მიკრორაიონში მდებარე 380 ათასი კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი პირდაპირი მიყიდვის ფორმით, სიმბოლურ ფასად, 1 000 დოლარად გადასცა.

სანაცვლოდ კომპანიამ 32 700 კვ. მეტრ ფართობზე 2015 წლის 1-ელ მარტამდე მულტიფუნქციური სპორტის სასახლის მშენებლობა უნდა უზრუნველყოს სამი დარბაზით, მათ შორის, ერთ-ერთის ტევადობა 7 ათას მაყურებელზე იქნება გათვლილი.

ამასთანავე, საინვესტიციო პროექტში დაგეგმილია ოლიმპიური აუზისა და მძლეოსნობის არენის მოწყობაც.

2015 წლის 1-ელ აგვისტომდე კი "თბილისის ზღვის
ინოვაციებმა" 4 საფეხბურთო მოედანი უნდა მოაწყოს, რომლებიც შემდეგ სახელმწიფოს საკუთრებაში უსასყიდლოდ გადაეცემა.

კომპანიამ პროექტში სულ 22 500 000 ევროს მოცულობის ინვესტიცია უნდა განახორციელოს.

მულტიფუნქციურმა სპორტის სასახლემ, ოლიმპიურმა აუზმა, მძლეოსნობის არენამ და საფეხბურთო მოედნებმა თავისი პროფილი 49 წლის განმავლობაში უნდა შეინარჩუნოს.

შეგახსენებთ, რომ მინდია გულუა საკალათბურთო კლუბ "სოხუმის" პრეზიდენტია.

ტექსტი სრულად იხილეთ საიტზე: www.bpn.ge
მკითხველის კომენტარები / 5 /
ახლო მომავალსჰი ბევრი მილიონერები გამოცჰნდებიან რყსეტიდან
archil
05:48 10-12-2013
0
მილიარდერი, მაგრამ კალათბურთელებს ხელფასს არ უხდის, არადა ჩვენთან კალათბურთში რა ხელფასები აქვს. ეს პროექტიც საპნის ბუშტია
ბაჩანა
23:15 09-12-2013
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული