სპორტის სამინისტრომ საქართველოს 2013 წლის რჩეული სპორტსმენები დაასახელა

AutoSharing Option
27 ოქტომბერს, საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრომ "თბილისი ივენთ-ჰოლში" გამართულ ცერემონიალზე, სპორტსმენები წლის მანძილზე ნაჩვენები სპორტული შედეგების გათვალისწინებით, 10 ნომინაციაში დააჯილდოვა.

აღსანიშნავია, რომ 10 ნომინაციიდან 5-ში გამარჯვებულები ძიუდოს წარმომადგენლები გახდნენ.

2013 წლის საუკეთესო სპორტსმენად ძიუდოისტი, 81 კგ წონით კატეგორიაში ევროპის მოქმედი ჩემპიონი და მსოფლიოს ვერცხლის პრიზიორი, გუნდურ ჩათვლაში კი ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონი ავთანდილ ჭრიკიშვილი დაასახელა.

ამ ნომინაციაში ჭრიკიშვილმა თავისუფალი სტილით ჭიდაობაში ევროპის ჩემპიონ დავით მარსაგიშვილსა და მორაგბე მამუკა გორგოძეს აჯობა.

სხვა ნომინაციები:
საუკეთესო ახალგაზრდა სპორტსმენი - გენო პეტრიაშვილი
(მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონი თავისუფალ ჭიდაობაში ახალგაზრდებს შორის)
Sportall.Ge

საუკეთესო პარასპორტსმენი - ბესიკ ლეკიაშვილი (მსოფლიო ჩემპიონატის ვერცხლის პრიზიორი მკლავჭიდში)
Sportall.Ge

საუკეთესო სპორტსმენი სპორტის არაოლიმპიურ სახეობებში - ვახტანგ ჩიდრაშვილი (მსოფლიოს ჩემპიონი სამბოში)
Sportall.Ge

საუკეთესო მსაჯი - ვლადიმერ ნუცუბიძე (საერთაშორისო კატეგორიის მსაჯი ძიუდოში)
Sportall.Ge

საუკეთესო სპორტული ფედერაცია - ხელბურთის ფედერაცია
Sportall.Ge

საუკეთესო გუნდი - ძიუდოს ეროვნული ნაკრები (მსოფლიოს და ევროპის გუნდური ჩემპიონი)
Sportall.Ge

საუკეთესო მენეჯერი - გიორგი ნიჟარაძე (რაგბის კავშირის პრეზიდენტი)
Sportall.Ge

საუკეთესო ქალი სპორტსმენი - მარიამ ჯანაშვილი (ევროპის ჩემპიონი ძიუდოში კადეტებს შორის)
Sportall.Ge

საუკეთესო მწვრთნელი - ირაკლი უზნაძე (ძიუდოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი)
Sportall.Ge

3 სპეციალური პრიზი:
მასობრივი სპორტის განვითარებისთვის - პროექტი - სახალისო ფეხბურთის ღია სკოლები
წლის აღმოჩენა - წყალბურთელთა ეროვნული ნაკრები
ქართული სპორტის მხარდაჭერისა და პოპულარიზაციისათვის - საზოგადოებრივი მაუწყებელი.

მომზადებულია msy.gov.ge-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 1 /
გენოოოოოოოოოოოოოოოოო
88888888888
17:15 28-12-2013
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული