ირანელებმა პეტრიაშვილს შეუტიეს - ნახეთ, რა გააკეთა 2023 წელს ზარემ, ქართველ სპორტსმენთან მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში გამარჯვების შემდეგ [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ირანულ მედიაში გენო პეტრიაშვილის გაკეთებული ჟესტი ამირ ჰოსეინ ზარეს წინააღმდეგ დიდი განხილვის თემაა. მოგეხსენებათ, გუშინ ქართველმა თავისუფალი სტილით მოჭიდავემ ოლიმპიადის ფინალში 10:9 იმარჯვა და ოქროც ირგუნა.

ბრძოლის დასრულების შემდეგ კი გენომ მეტოქეს "გვირგვინის" ჟესტი უჩვენა. ერთ-ერთმა ირანულმა გამოცემამ ამას მახინჯი საქციელი უწოდა. საქმე იმაში გახლავთ, რომ 2023 წელს ზარემ გენო მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში დაამარცხა და ქართველს გვირგვინის ჟესტი უჩვენა, რომელსაც ვიდეოში თავად ნახავთ.

პეტრიაშვილს სოციალურ ქსელ Instagram-ზე კი ირანელი ადამიანების ნამდვილი შემოსევა აქვს. ქართველს შეურაცხმყოფელი სიტყვებით მოიხსენიებენ და უწერენ, რომ
ნამდვილი სპორტსმენი ასე არ იქცევა, ჩემპიონი მათთვის კი ზარე გახდა.

altრას ნიშნავდა გენო პეტრიაშვილის ჟესტი, რომელმაც გულშემატკივრებში გაორებული ემოცია გამოიწვია?

მკითხველის კომენტარები / 51 /
გააუქმონ ამათთან უვიზო მიმოსვლა თუ მართლა გვაქვს და რაც უნდათ ის უქნიათ.
თაზო
01:37 14-08-2024
4
ძალიან ჭუჭყიანად იჭიდავა გენომ. ჯერ თავში ურტყამდა, მერე ისიმულიანტა რომ დაესვენა. ირანელი უფრო მაგარი მოჭიდავეა. ეს კომენტსრი ბევრს არ მოეწონება, მათ შორის მეც, მაგრამ ფაქტია.
კონსტანტინე
17:27 12-08-2024
30

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული