არის ოქრო - პეტრიაშვილმა ზარე დაამარცხა და ოლიმპიური ჩემპიონი გახდა!

AutoSharing Option
თავისუფალი სტილით მოჭიდავე ქართველი გენო პეტრიაშვილი (125 კგ) პარიზის 2024 წლის ოლიმპიადის ჩემპიონი გახდა.

ფინალში პეტრიაშვილმა ირანელ ამირ ჰოსეინ ზარეს დრამატულ ბრძოლაში 10:9 მოუგო.

პირველ პერიოდში ანგარიში პეტრიაშვილის სასარგებლოდ 12:11 იყო, სუფთა გამარჯვება იზეიმა, მაგრამ მეტოქემ ჩელენჯი მოითხოვა, ქართველს 2 ქულა ჩამოაკლეს, 10:1 დაფიქსირდა და ჭიდაობა გაგრძელდა. ირანელმა ანგარიშის მინიმუმამდე შემცირება შეძლო, თუმცა საბოლოოდ გამარჯვება და ოქროს მედალი გენოს დარჩა.

გადამწყვეტ ბრძოლამდე პეტრიაშვილმა უკრაინელ ოლეკსანდრ ხოციანივსკის (11:0), პოლონელ რობერტ ბარანს (9:2) და აზერბაიჯანის სახელით მოასპარეზე გიორგი მეშვილდიშვილს (7:0) სძლია.

პეტრიაშვილი
მსოფლიოს სამგზის და ევროპის ორგზის ჩემპიონია, ოლიმპიადებზე კი აქამდე ვერცხლის და ბრინჯაოს მედლები ჰქონდა მოპოვებული.

ბრინჯაოს პრიზიორები მეშვილდიშვილი და თურქი ტაჰა აკგული გახდნენ.

altპეტრიაშვილმა მეშვილდიშვილი დაამარცხა და ოლიმპიადის ფინალში ზარეს შეხვდება

მკითხველის კომენტარები / 38 /
აი ესეც ლეგენდა კაცის მე-3 ოლიმპიური ოქრო, გილოცავთ ტველას და პირველ რიგში გენოს და ლაშას, მსაჯებიანად წამოიღეს ოქროს ბიჭებმა ოქროები, ისტორიული დღე საქარველოს რეალობაში2 ოლიმპიური ოქრო, უკვე დღეს წარმატებები გივის ღირსია ოქროსი ისე ლამაზად ჭიდაობს მეტოქე ძლიერია მაგრამ ჩვენი ლომი ბოლო აკორდს ოქროთი დაასრულებს
ზაკო
00:41 11-08-2024
0
ადრე დავწერე და ვიღაც მზემ უზრდელურად დამიკომენტარა, ხოლო ახლა გავიმეორებ რომ ამ ჩათლახმა ზემდგომებმა რამდენჯერ უნდა გაგვაფუჭონ ამ ოლიმპიადაზე, რაც შემთხვევითი არ მგონია, აგერ გენო ფსიქოლოგიურად გატეხეს რაც კინაღამ წაგებად დაუჯდა, მერე ლაშას გადაუმოწმეს აწევა, რაც ვერავინ გაიგო რატომ, ილიამ თვითონ მოყვა ერთ-ერთ გადაცემაში რაც მოხდა და დარწმუნებული ვარ, ნებისმიერი ზე სახელმწიფოს(იაპონია, საფრანგეთი, ა.შ.შ.) ძიუდოისტს ვერ გაუბედავდნენ, იმას რაც ილოს გაუკეთეს, არ ვიცი, მაგრამ ამდენი მაიმუნობა შემთხვევითიც არ მგონია,
ზაკო
00:07 11-08-2024
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული