უცნაურმა არსებამ, რომელიც სოჭის ზამთრის ოლიმპიადაზე მოლდოველი სპორტსმენების თილისმა უნდა იყოს, ინტერნეტმომხმარებლებში არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია. "მგელთევზა" თუ "ძაღლთევზა" გამოჩენისთანავე გახდა ქილიკის საგანი, - წერს მოლდოვური საიტი grenada.md.
მართლაც, მოლდოველთა თილისმა უცნაური მხეცია, რომელსაც ძაღლისა თუ მგლის თავი და თევზის კუდი აქვს. რაოდენ უცნაურიც უნდა იყოს, არსებას, რომელსაც კიდურები არ აქვს, თხილამურებით სრიალებს და თან ქვეყნის დროშას მიაფრიალებს. ყურადღებას იქცევს დროშის ტარი, რომელიც ცხოველს თითქოს ზურგში აქვს ჩარჭობილი...
დაბოლოს, მოქმედება დათოვლილ მთებში ხდება, რომლის კალთას პალმა ამშვენებს...
ვფიქრობთ, კომენტარი ზედმეტია. მხოლოდ
იმას გეტყვით, რომ "მგელთევზას" საზეიმო პრეზენტაცია იანვრის ბოლოს კიშინიოვში, ქვეყნის პრემიერ-მინისტრისა და პარლამენტის თავმჯდომარის თანდასწრებით მოხდა. ასეა თუ ისე, ამ თილისმით სოჭში ოთხი მოლდოველი სპორტსმენი იასპარეზებს.