ადრე იტყობინებოდნენ, რომ ჰოკეისტმა მაშინ დაარღვია ანტისადოპინგო წესები, როცა ალერგიის საწინააღმდეგო წამალი მიიღო. ეს პრეპარატი შეიცავდა ფსევდოეფედრინს, რომელიც მსოფლიოს ანტისადოპინგო სააგენტოს მიერ აკრძალული პრეპარატების სიაში შედის.
ჰოკეისტის მიმართ სანქციების შესახებ გადაწყვეტილებას უახლოესი ორი კვირის განმავლობაში მიიღებენ. ვარაუდობენ, რომ ბექსტრიომს ჩამოართმევენ თამაშების ვერცხლის მედალს.
ბექსტრიომმა კიდევ ერთხელ
მივიღებ თუ არა ვერცხლის მედალს, ეს საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული. ჯერ ისევ მოლოდინის რეჟიმში ვართ და მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ შვედეთის ფედერაციასთან", - განაცხადა ბექსტრიომმა. მისი სიტყვებით, მან მიიღო პრეპარატი "ზირტეკი", რომელიც სწორედ ფსევდოეფედრინს შეიცავს.
"ოლიმპიადის ფინალი - ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მომენტია კარიერაში. და მასში მონაწილეობა არ მიიღო ისეთი პრეპარატის გამო, როგორიცაა "ზირტეკი"?! ეს დიდი სისულელეა! ჰოკეისტი მთელი თავისი კარიერის განმავლობაში მუშაობს ამ მომენტისთვის და როცა მთავარი მატჩი ახლოვდება, საქმეში ერევა პოლიტიკა და ყველაფერს აფუჭებს. ეს გაუმართლებელია", - მხარი დაუჭირა შვედს "ვაშინგტონში" მისმა პარტნიორმა მარტინ ერატმა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"