სოჭი 2014: ლატვია დოპინგით თამაშობდა

AutoSharing Option
ჰოკეიში ლატვიის ნაკრებმა, შესაძლოა, დისკვალიფიკაცია მიიღოს სოჭის ოლიმპიადაზე მისი მოთამაშეების მიერ დოპინგის გამოყენების გამო. თუ ეს მოხდება, გუნდის შედეგებს 2014 წლის ზამთრის თამაშებზე გააუქმებენ. ლატვიამ სოჭში მერვე ადგილი დაიკავა.

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტისა და ჰოკეის საერთაშორისო ფედერაციის წესების თანახმად, თუ ერთ გუნდში ორ ან მეტ ჰოკეისტს გამოიჭერენ დოპინგის მიღებაში, ამ შემთხვევაში ნაკრები მოიხსნება ტურნირიდან. თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება სანქციის შესახებ ჯერ მიღებული არ არის.

შეგახსენებთ, რომ სოჭის ოლიმპიადის დროს, ლატვიის ნაკრების ფორვარდის ვიტალი პავლოვის სისხლში აკრძალული პრეპარატი მეთილგექსანამინი აღმოაჩინეს. მოგვიანებით გახდა ცნობილი,
რომ დადებითი შედეგი აჩვენა კიდევ ერთი ლატვიელი ჰოკეისტის რალფ ფრეიბერსის დოპინგსინჯმა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული