2013 წლის საუკეთესო სპორტსმენი: ვისი იქნება "ოსკარი"?

AutoSharing Option
ლაურეუსის სპორტულმა აკადემიამ გამოაქვეყნა პრემია Laureus World Sports Awards-ის ნომინანტთა სია. ამ პრიზს მეორენაირად "სპორტულ ოსკარს" უწოდებენ. ის გადაეცემა 2013 წლის საუკეთესო სპორტსმენს.

მამაკაცებს შორის წლის საუკეთესო სპორტსმენის პრიზზე წარდგენილნი არიან: იამაიკელი სპრინტერი უსაინ ბოლტი, ბრიტანელი მორბენალი მო ფარა, ამერიკელი კალათბურთელი ლებრონ ჯეიმსი, ესპანელი ჩოგბურთელი რაფაელ ნადალი, პორტუგალიელი ფეხბურთელი კრიშტიანო რონალდო და გერმანელი პილოტი სებასტიან ფეტელი.

ქალებს შორის ნომინანტები არიან: ამერიკელი მოცურავე მისი ფრანკლინი, იამაიკელი მორბენალი შელი-ენ ფრეიზერ-პრაისი, სლოვენიელი სამთო-მოთხილამურე ტინა მაზე, ამერიკელი ჩოგბურთელი სერენა უილიამსი, რუსი მძლეოსანი ელენა ისინბაევა
და გერმანელი ფეხბურთელი ნადინ ანგერერი.

წლის საუკეთესო გუნდის სტატუსისთვის იბრძოლებენ: რაგბიში ახალი ზელანდიის ნაკრები, საფეხბურთო კლუბი "ბაიერნი", ბრაზილიის საფეხბურთო ნაკრები, ამერიკელი ჩოგბურთელების - ბობ და მაიკ ბრაიანების დუეტი, საკალათბურთო გუნდი "მაიამი ჰიტი" და ფორმულა 1-ის საჯინიბო "რედ ბული".

პრემია Laureus World Sports Awards-ის რიგით მე-15 ცერემონია 26 აპრილს მალაიზიის დედაქალაქ კუალა ლუმპურში გაიმართება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული