TimeLine: გადაიხადე 25 ათასი ლარი და პირველ გუნდში ხარ!

AutoSharing Option
საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობისას უამრავ განსხვავებულ პიროვნებას შეხვდები, საინტერესო ამბებს მოისმენ...

შაბათს, ქალაქის ცენტრისკენ მიმავალ ავტობუსში ერთი შუახნის კაცი ამოვიდა, რომელსაც გამცილებელი ორი დიდი ტომრის ამოტანაში დაეხმარა. მგზავრი ტომრებზე ჩამოჯდა.

- უკან სკამი ცარიელია, გადაბრძანდით, - ურჩია გამცილებელმა.

- გმადლობ, ამ ტომრებში "კოკა-კოლას" პატარა ბოთლებია. ძალიან მყარია, ასფალტზე რომ გადააგდო, არ გატყდება. მეც გამიძლებს. ასეთი მყარი ბოთლების შექმნისთვის ავტორს ათასობით დოლარი მისცეს.

საუბარი ცხოვრებისეული პრობლემებით გაგრძელდა. გამცილებელი ყოფილი ფეხბურთელი აღმოჩნდა, რომელიც ისეთ ისტორიას მოჰყვა, მსგავსი მანამდეც მქონდა გაგონილი და არ მჯეროდა.
ახალგაზრდა გამცილებელი კი იმდენად სანდო და პატიოსანი ჩანდა, პირველივე სიტყვებიდან დავიჯერე, რომ სიმართლეს ჰყვებოდა:

"ასპინძაში გავიზარდე, ამავე ქალაქის გუნდში ვთამაშობდი. საქართველოს ახალგაზრდულ ჩემპიონატში გამოვდიოდით. ჩემით ახალქალაქის "არარატი" დაინტერესდა. ეს გუნდი გაცილებით ძლიერი იყო, ერევნიდან ფინანსდებოდა და ნიჭიერ ფეხბურთელს ერევანში, მთავარ გუნდში მოხვედრის შანსიც ჰქონდა.

მოკლედ, ახალქალაქის "არარატის" ახალგაზრდულ გუნდში გადავედი, სადაც ყოველ მატჩზე 200-200 დოლარს გვაძლევდნენ. იყო კიდევ სხვა ბონუსები. გუნდის მთავარი მეგოლე გავხდი და უნდა გენახათ, როგორ გვქომაგობდნენ ახალქალაქელები.

ერთ დღეს ჩემს ყოფილ გუნდ "ვარძიას" დავუპირისპირდით. მწვრთნელს ვუთხარი: მეტოქეებად ჩემი მეგობრები არიან და მათ გოლს ვერ გავუტან, ნუ მათამაშებ-მეთქი. მაინც "სასტავში" დამაყენა. პირველ ტაიმში პენალტი დაინიშნა.

მწვრთნელმა ჩემი სახელი დაიძახა. აღარ ვიცოდი, რა მექნა. მივედი ბურთთან, დავარტყი და სადღაც აუტისკენ გავაფრინე. მეორე ტაიმში მოედნიდან გამიყვანა და შვებითაც ამოვისუნთქე. ის მატჩი "არარატმა" 6:0 მოიგო.

მალე ჩემ წასაყვანად ერევნიდან მწვრთნელები ჩამოვიდნენ, ოჯახშიც გვეწვივნენ. მიმზიდველ პირობებს გვთავაზობდნენ, თითქოს შევთანხმდით კიდეც, მაგრამ ბოლო მომენტში პატრიოტიზმმა დამძლია: მირჩევნია, ისევ საქართველოში ვითამაშო-მეთქი და უარი ვუთხარი.

გადმოვედი თბილისში, სადაც ერთ-ერთ მთავარ გუნდში ჯერ ახალგაზრდებში ვთამაშობდი, შემდეგ კი დიდებში გადავყავდი. ძალიან მიხაროდა, თუმცა მითხრეს: პირველ გუნდში რომ მოხვდე, 25 ათასი ლარი უნდა გადაიხადოო... თან ამიხსნეს, ეს თანხა მომავალში კარგი პენსიისა და კიდევ სხვა რაღაცებისთვისაა საჭიროო.

25 ათასი რომ მქონოდა, ნამდვილად გადავიხდიდი, მაგრამ საიდან უნდა მომეტანა ამდენი ფული? მას მერე ხელი ჩავიქნიე და..."

ზედა აბზაცის ბოლოს სამი კი არა, ასობით წერტილი უნდა დავსვათ. თუ გუნდში მოხვედრისთვის მართლა ითხოვენ ფულს (თანაც ამდენს), იოლი მისახვედრია, რამდენ ნიჭიერ ახალგაზრდას დასწყვეტია გული... ფულიანი მამიკოების გამო რამდენზე უკან დაუყენებიათ ბუნებრივად უფრო ნიჭიერი მოზარდი... კიდევ განვაგრძოთ?..

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 14 /
კი მარა რა გაგიკვირდათ. ახალი ამბავია? რელურად შეხედეთ. აბა გუნდმა რითი უნდა იარსებოს. მაყურებელი სტადიონზე არ დადის რო ბილეთებიდან შემოსავალი ქონდეს. ტელევიზორში კი საქართველოს ჩემპიონატს არავინ უყურებს რომ რეკლამებში და ტრანსლიაციაში ფული აიღონ. არ გვინდა რეალობას თვალებში ჩავხედოთ. ეს ასე იქნება სანამ მაყურებელი არ დაბრუნდება სტადიონზე და ქართველ მაყურებელს სათანადოდ არ ეყვარება ქართული ფეხბურთი.არის ქვეყნები ჩვენზე ცუდი ჩემპიონატებია და ჩვენს თამაშებზე უარესი და ხალხი მაინც დადის. თუ ვთვლით რომ ჩვენს ჩემპიონატზე მაყურებელი არ უნდა მივიდეს დავანებოთ თავი საერთოდ. იქნებ ჩვენს შემდეგ თაობას დააინტერესოს და მხოლოდ ამ შემთხვევაში გამოვა რამე
0
რატო არ ინტერესდებით რუსთავში რა ხდება ბავშვთა ფეხბურთს საშინელი დროება უდგას ეს კატასტროფააა.... სულ რუსთავში არის 1 მოედანი სადავც შეიძლება ფეხბურტელი გაიზარდოს და ისიც ცენტრალური სტადიონია და იქ რომელი ბავშვიც არ ვარჯისჰობს მათ უწევთ ვარჯიში 20 30 მეტრიან სტადიონებზე გასახდელლის და ელემენტარული პირობების გარეშე. თან 30 ლარს ვუხდით ოჯახებიდა სკოლას რომელიც რეალურად არაფერს გვიკეტებს წარმოიდგინეტ ბავშვები ბურთებს თავისი ფულით ყიდულობენ . ფედერაციის პრეზიდენტი კიიი :(( კატასტროფაა მოგვხედეთ და პირობებს არ ვიტხხოვთ ბავშვებს 10 10 ბურთი მაინც დაურიგეთ ....
tabatadze
23:16 28-02-2014
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული