დაბოლილმა მაროკოელმა მანქანით ველომრბოლელები გაიტანა

AutoSharing Option
კალაბრიაში ველორბოლა ტრაგედიით დასრულდა. სოფელ ლამეცია ტერნესთან დიდი სიჩქარით მოძრავი ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და ველოსიპედისტთა ჯგუფში შეიჭრა.

ამ ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 7 ადამიანი დაიღუპა, 4 კი სხვადასხვა სახის ტრავმებით საავადმყოფოში მოათავსეს.

პოლიციის წარმომადგენელთა თქმით, დაკავებული მძღოლი – 21 წლის, მაროკოელი შაფიკ ეპკატანი "მერსედესს" ავტომობილს არაფხიზელ მდგომარეობაში - მარიხუანის ზემოქმედების ქვეშ მართავდა.

იტალიის ველოსპორტის ფედერაციის ხელმძღვანელმა რენატო დი როკომ დაღუპულთა ოჯახებს მიუსამძიმრა.

 

მკითხველის კომენტარები / 1 /
ეხლა ამის მარაკანსკი დედა არ უნდა დაადუგო
marokoelta iobari
19:39 06-12-2010
0

სიახლეები პოპულარული