პიტ სამპრასს ჯილდოების უმეტესობა მოპარეს

AutoSharing Option
მსოფლიოს ყოფილ პირველ ჩოგანს, ამერიკელ პიტ სამპრასს ცუდი ამბავი დაემართა - სპორტული კარიერის განმავლობაში მიღებული ჯილდოების უმეტესობა მოპარეს. სამპრასს "დიდი მუზარადის" ტურნირებზე მოგებული 14 პრიზიდან 13 კი შერჩა, თუმცა ქურდებმა სხვა დანარჩენი ხელს ერთიანად გააყოლეს.

როგორც ირკვევა, ჩოგბურთელი სამი კვირის წინ გაუქურდიათ, თუმცა ამის შესახებ მხოლოდ ახლა გაცხადდა. საერთო ჯამში, ბოროტმოქმედებმა სამპრასს AთP-ს 64 მოგებული ტურნირის პრიზი და 24 ფინალურ მატჩში მონაწილეობისთვის დაწესებული ჯილდო მოპარეს.

საგულისხმოა, რომ სამპრასის ჯილდოები ლოს ანჯელესის ორი საცავიდან მოიპარეს, რომლებიც ვიდეოკამერებით კონტროლდებოდა და სწორედ ამის
გამო ჩოგბურთელი შეშფოთებასთან ერთად გაოცებასაც ვერ მალავს.

შეგახსენებთ, რომ სამპრასი 1990-2002 წლებში თამაშობდა. ამერიკელი ჩოგბურთელი, რომელმაც შვიდჯერ უიმბლდონი, ხუთჯერ აშშ-ის ღია პირველობა და ორჯერ ავსტრალიის ღია პირველობა მოიგო, AთP-ის რეიტინგში 286 კვირის განმავლობაში ლიდერობდა.


მომზადებულია latimes.com-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული