საქართველოში ჯეკპოტი - 4 მილიონ 400 ათასი გათამაშდა!

AutoSharing Option
საქართველოს ლატარიის კომპანიის ჯეკპოტი გათამაშდა - მოგებულია 4 მილიონ 400 ათასი ლარი. ჯეკპოტი აფხაზეთიდან დევნილმა ზაირა თორდინავამ მოიგო. იგი ბაგებში, დევნილებით კომპაქტურად ჩასახლებულ კორპუსში ცხოვრობს და "დელისის" მეტროსთან, ჯიხურში გამყიდველად მუშაობს.

თორდინავა "ინტერპრესნიუსთან" საუბარში აცხადებს, რომ ახლაც შოკირებულია და კარგა ხანი დასჭირდება ამ ყველაფრის გასააზრებლად. 

"ახლაც არ ვარ შოკიდან გამოსული და არ მჯერა, რომ ეს ყველაფერი ჩემს თავს ხდება. მეხუთე ციფრის ამოსვლის შემდეგ, ნერვიულობამ პიკს მიაღწია და გონზე ჯერაც არ მოვსულვარ", - განაცხადა თორდინავამ.

ეს არის პირველი ჯეკპოტი, რომელიც ლოტოში
გათამაშდა. ლატარიის კომპანიაში გამარჯვებულს თანხას დღესვე გადასცემენ. ლატარიის კომპანიის წარმომადგენელი გია ბარკალაია კი აცხადებს, რომ გამარჯვებულს კომპანია ერთი წელი ელოდა.

"ერთი წელი ველოდით გამარჯვებულს. ის გუშინ 21:51 წუთზე გამოვლინდა. ეს არის ყველაზე დიდი თანხა, რაც კი მოუგიათ  კავკასიის მთელ რეგიონში", - განაცხადა ბარკალაიამ.

ზაირა თორდინავას მოგებული თანხის 12 პროცენტი დაიბეგრება.


"ინტერპრესნიუსი"



მკითხველის კომენტარები / 1 /
შეგარგოს ღმერთმა..........
maqa
17:47 25-12-2010
0

სიახლეები პოპულარული