ლევან ყიფიანმა, იანვრიდან აგვისტოს ჩათვლით, სახელფასო დანამატის სახით 21 680 ლარი მიიღო

AutoSharing Option
საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ლევან ყიფიანმა 2014 წელს, იანვრიდან აგვისტოს ჩათვლით, სახელფასო დანამატის სახით, 21 680 ლარი მიიღო.

ამის შესახებ ინფორმაციას ambebi.ge ავრცელებს.

რაც შეეხება მინისტრის ქონებრივ დეკლარაციას, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა დეკლარაცია ბოლოს 2013 წლის 12 დეკემბერს შეავსო.

იმ დროისთვის ყიფიანს მოძრავი ქონების გრაფაში ავტომობილი ford focus აქვს მითითებული. რაც შეეხება მინისტრის სახელფასო ანაზღაურებას, დეკლარაციაში მხოლოდ 25.10.2012 - 31.12.2012 პერიოდია ასახული, რომლის განმავლობაშიც მან 16 764 ლარი მიიღო.

აღსანიშნავია, რომ სხვა ინფორმაცია დეკლარაციაში მითითებული არ არის.
მკითხველის კომენტარები / 7 /
ლევან, ნუ .... სიჭინავას და არველაძეს ნურც შენ თავს და ნურც გუშემატკივარს.
პაატა
22 ნოემბერი 2014 15:40
0
ამ ნაცრის ქექიამ რაღადაშავა ყველა იღებს პრემიას ამ უსაქმურ მთავრობაში.
patrioti
21 ნოემბერი 2014 19:44
0
საპრემიო ნეტა რა გააკეთა ? :)
barsa
21 ნოემბერი 2014 17:33
0
როცა იქნება და დატოვებს მინისტრის თანამდებობას იქნება მილიონერი და იტყვის ადრეც მქონდაო. მოდია ცალცალი კალოშებით და მერე რეზინის ჩექმებით გამოწყობილები დადიან :)
chiko
21 ნოემბერი 2014 17:21
0
საქართველოს ისტორიაში ყველაზე ღარიბი მინისტრია.დდ
qutaiseli
21 ნოემბერი 2014 17:07
0
კაი რა. თვეში 2 ათასი გამოდის. თან მანდ შედის მივლინების თანხები. ნუ მათხოვრობთ რა.
kutaiski
21 ნოემბერი 2014 16:26
0
რასაც ჩვენი მინისტრები შრომობენ,ეს ხელფასები და დანამატები მიზერულია. გაუზარდოთ იქნებ ანაზღაურება პენსიების და პენსიონრების შემცირების ხარჯზე
geronti
21 ნოემბერი 2014 15:48
0

სიახლეები პოპულარული