ლევან ყიფიანმა, იანვრიდან აგვისტოს ჩათვლით, სახელფასო დანამატის სახით 21 680 ლარი მიიღო

AutoSharing Option
საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ლევან ყიფიანმა 2014 წელს, იანვრიდან აგვისტოს ჩათვლით, სახელფასო დანამატის სახით, 21 680 ლარი მიიღო.

ამის შესახებ ინფორმაციას ambebi.ge ავრცელებს.

რაც შეეხება მინისტრის ქონებრივ დეკლარაციას, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა დეკლარაცია ბოლოს 2013 წლის 12 დეკემბერს შეავსო.

იმ დროისთვის ყიფიანს მოძრავი ქონების გრაფაში ავტომობილი ford focus აქვს მითითებული. რაც შეეხება მინისტრის სახელფასო ანაზღაურებას, დეკლარაციაში მხოლოდ 25.10.2012 - 31.12.2012 პერიოდია ასახული, რომლის განმავლობაშიც მან 16 764 ლარი მიიღო.

აღსანიშნავია, რომ სხვა ინფორმაცია დეკლარაციაში მითითებული არ არის.
მკითხველის კომენტარები / 7 /
ლევან, ნუ .... სიჭინავას და არველაძეს ნურც შენ თავს და ნურც გუშემატკივარს.
პაატა
15:40 22-11-2014
0
ამ ნაცრის ქექიამ რაღადაშავა ყველა იღებს პრემიას ამ უსაქმურ მთავრობაში.
patrioti
19:44 21-11-2014
0

სიახლეები პოპულარული