იაპონელებმა 2020 წლის საოლიმპიადო ხარჯები მილიარდი დოლარით შეამცირეს

AutoSharing Option
ტოკიოს 2020 წლის ზაფხულის თამაშების საორგანიზაციო კომიტეტმა ოლიმპიადისთვის მზადებისას მილიარდი დოლარის ეკონომია გააკეთა. ამის შესახებ წერს The Japan Times-ი.

თამაშების ორგანიზატორებმა ხარჯების შემცირებას რამდენიმე შეჯიბრებისთვის ადგილის შეცვლის წყალობით მიაღწიეს. იაპონელებმა სხვა ადგილას გადაიტანეს ნიჩბოსნობის სლალომი. გარდა ამისა, გადაწყვიტეს, კალათბურთისა და ცხენოსნობის ტურნირები უკვე აშენებულ ობიექტებზე ჩაატარონ. ამ სამმა ცვლილებამ იაპონურ მხარეს მილიარდი დოლარის დაზოგვის საშუალება მისცა.

გამოცემა აზუსტებს, რომ საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა მოიწონა ეს ინიციატივები. თავდაპირველი გათვლებით, ოლიმპიადის ჩატარებისთვის 3.8 მილიარდი დოლარი იყო საჭირო, ახლა კი იაპონიის მთავრობა ამ თანხის
1.7 მილიარდამდე შემცირებას აპირებს.

ტოკიომ 2020 წლის ოლიმპიადის მასპინძლობის უფლება 2013 წლის სექტემბერში მოიპოვა. იაპონიის დედაქალაქში ზაფხულის თამაშები 2020 წლის 24 ივლისს დაიწყება და 9 აგვისტოს დასრულდება.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული