თუმცა, როგორც "ინტერპრესნიუსს" სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, დღეს, 29 აპრილს, 12.00 საათზე ლევან ყიფიანი პრესკონფერენციას გამართავს. რა იქნება პრესკონფერენციის თემა, ამას პრესსამსახურში არ აკონკრეტებენ.
როგორც ცნობილია, "ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოზე, ელგუჯა ხოკრიშვილის გარდა, ლევან ყიფიანზეც იყო საუბარი.
"ინტერპრესნიუსის" ინფორმაციით, პოლიტსაბჭოს სხდომაზე ყურადღება გამახვილდა იმ პრეტენზიებზე, რომლებიც პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა კომიტეტს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრ ლევან ყიფიანის მისამართით აქვს.
არსებული
ლევან ყიფიანის გადადგომის შემთხვევაში, ის იქნება მეშვიდე მინისტრი, რომელიც მთავრობის თავდაპირველ შემადგენლობაში იცვლება, კონსტიტუციის გათვალისწინებით კი, მთავრობა პარლამენტში ნდობისთვის 1/3-ის შეცვლის შემდეგ შედის. შესაბამისად, თუკი მთავრობაში ელგუჯა ხოკრიშვილის შემდეგ კიდევ ერთი მინისტრი, ანუ მეშვიდე მინისტრი შეიცვლება, მთავრობა პარლამენტში ნდობის მისაღებად შევა.
"ინტერპრესნიუსი"