ფეიენოორდის ფეხბურთელი მარიხუანით მოვაჭრე აღმოჩნდა

AutoSharing Option
ესპანურმა პოლიციამ ჰოლანდიელი ფეხბურთელი ტერენს მატეუს კოიტსერი ესპანეთიდან დიდ ბრიტანეთში ნარკოტიკების გადატანისთვის დააკავა. რამდენიმე თანამზრახველთან ერთად კოიტსერს დიდ ბრიტანეთში მარიხუანა გადაჰქონდა, რომელსაც სპეციალურ პაკეტებში მოთავსებულ ყვავილებად ასაღებდა.

კოიტსერი ჰოლანდიურ "ფეიენოორდის" ფეხბურთელია, მაგრამ ძირითად შემადგენლობაში ვერ ხვდება. ფეხბურთელი კანარის კუნძულებზე დააკავეს, სადაც "ფეიენოორდი" ამჟამად საწვრთნელ შეკრებას გადის.

მარიხუანა, რომლსაც კოიტსერი და მისი თანმზრახველები დიდ ბრიტანეთში აგზავნიდნენ, ჰოლანდიური წარმომავლობისაა. როგორ ხვდებოდა ნარკოტიკი ნიდერლანდებიდან ესპანეთში, არ არის ცნობილი.

ბრიტანეთის პოლიციის მონაცემებით, დამნაშავეები მარიხუანის ტრანსპორტირებით 2008 წლიდან იყვნენ დაკავებულნი. ჯამში მათ 50-ზე მეტი პარტია
გადააგზავნეს, რომელთაგან რამდენიმეს ჩამორთმევა პოლიციამ შეძლო. ესპანურმა პოლიციამ 495 კილოგრამი მარიხუანა აღმოაჩინა, ბრიტანულმა - 140-ზე მეტი.


მომზადებულია El Mundo-ს მიხედვით





.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული