კანდიდატებთან კონსულტაციით და შეთანხმებით, აღმასკომმა მიიღო გადაწყვეტილება, ასოციაციის რიგგარეშე საარჩევნო კონფერენციის გაუქმების და რიგითი საარჩევნო კონფერენციის არაუგვიანეს 2016 წლის 1-ელ სექტემბერს ჩატარების შესახებ.
რიგითი საარჩევნო კონფერენციის ჩატარებამდე ასოციაციის საქმიანობას წარმართავს აღმასკომი.
აღმასკომის გადაწყვეტილებით, შეიქმნა სამუშაო ჯგუფი, რომელშიც აღმასკომის წევრების გარდა, შედიან ასოციაციის რეგისტრირებული პრეზიდენტობის კანდიდატებიც. ჯგუფის მიზანია ასოციაციის შიდა ორგანიზაციულ საკითხებზე მუშაობა.
საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაცია