საქართველოდან ჟურნალისტები 11 ივნისს, კიშინიოვში, მოლდოვა-საქართველოს მატჩსა და 5 სექტემბერს, ვენაში, ავსტრია-საქართველოს შეხვედრას დაესწრნენ.
"საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის სახელით მადლობას ვუხდი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას და პირადად მის პრეზიდენტს, ლევან კობიაშვილს.
ამ ორგანიზაციის მხარდაჭერით, უკვე ზედიზედ მეორედ, შესაძლებელი გახდა ქართველ სპორტულ ჟურნალისტთა 5-კაციანი ჯგუფის მივლინება ჩვენი ნაკრების ოფიციალურ გასვლით თამაშზე.
როგორც ჩანს, ეს გარემოება არცთუ ცუდად მოქმედებს ჩვენს ეროვნულ გუნდზე,
ეს უმნიშვნელოვანესი თანამშრომლობა ხელს უწყობს როგორც სპორტული ჟურნალისტიკის განვითარებას, ისე ფეხბურთის პოპულარიზაციას და მომავალშიც აუცილებლად გაგრძელდება", - ნათქვამია ასოციაციის პრეზიდენტის, მიხეილ აბაიშვილის განცხადებაში.