11. სუმო: ლევან ცაგურიამ (კოკაი) უმაღლეს დივიზიონში მე-300 გამარჯვება იზეიმა.
12. რაგბი: მამუკა გორგოძემ "მონპელიესთან" 3 წლით გაახანგრძლივა კონტრაქტი.
15-16. ძიუდო: ბაქოს "მასტერსზე" ქართველები წარუმატებლად გამოვიდნენ. ჩვენებურთა საუკეთესო შედეგი V ადგილია (ამირან პაპინაშვილი, ვარლამ ლიპარტელიანი).
22. ფეხბურთი: 30 ხმით ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტად ზვიად სიჭინავა აირჩიეს.
22. ჭადრაკი: მაია ლომინეიშვილი საქართველოს ჩემპიონი გახდა.
23. კალათბურთი: მიხეილ ქორქიასა და ზურაბ საკანდელიძის მემორიალი თსუ-მ მოიგო.
26. კალათბურთი: დაიწყო საქართველოს თასის გათამაშება.
27. ჭადრაკი: დავით ზარქუა საქართველოს ჩემპიონი გახდა.
28-29. ფიგურული ციგურაობა: ევროპის ჩემპიონატზე ბერნში (შვეიცარია) ელენე გედევანიშვილმა მე-8 ადგილი დაიკავა, ხოლო
29. ძიუდო: სპორტის სასახლეში სპორტიდან საზეიმოდ გააცილეს ოლიმპიური ჩემპიონი ზვიად ზვიადაური და ვერცხლის პრიზიორი ნესტორ ხერგიანი.
29. კალათბურთი: ტრავმით გამოწვეული ხანგრძლივი პაუზის შემდეგ კალათბურთს ვლადიმერ ბოისა დაუბრუნდა.
29. რაგბი: ახალი ზელანდიის ნაკრების ყოფილი კაპიტანი შონ ფიცპატრიკი საქართველოს რაგბის სამსახურში ჩადგა.
29-30. ძიუდო: გაიმართა თბილისის მსოფლიოს თასი. ქართველებმა ორი ოქროს (ამბაკო ავალიანი, ავთანდილ ჭრიკიშვილი), ვერცხლის (დავით კარბელაშვილი) და ბრინჯაოს (ზვიად ხანჯალიაშვილი) მედლები მოიპოვეს.
29-30. ბერძნულ-რომაული ჭიდაობა: ფრანგულ კრეტეიში საერთაშორისო ტურნირში III ადგილი დიმიტრი ჯავახიშვილმა (120 კგ) დაიკავა.
30. კალათბურთი: ვილნიუსში ევროპის ჩემპიონატის კენჭისყრა გაიმართა. საქართველოს ნაკრები დ ჯგუფში მოხვდა სლოვენიის, რუსეთის, ბელგიის, ბულგარეთისა და უკრაინის ნაკრებებთან ერთად.
.