გამოავლინე საქართველოს 2016 წლის საუკეთესო სპორტსმენი

AutoSharing Option
გაზეთი "ლელო" მკითხველთა ვერსიით წლის საუკეთესო სპორტსმენის გამოსავლენად ყოველწლიურ ტრადიციულ გამოკითხვას ატარებს.

ნომინანტებს შორის მოხვდნენ ის სპორტსმენები, რომელთაც დიდ საერთაშორისო ტურნირებში (ოლიმპიურ სახეობებში) გამოიჩინეს თავი 2016 წელს. აგრეთვე, ნომინანტებში არიან პოპულარულ გუნდურ სახეობებში წარმატებული სპორტსმენები.

ხმის მიცემა შეგიძლიათ Sportall.ge-ზე მიმდინარე გამოკითხვაში (იხილეთ გამოკითხვის გვერდი). გაითვალისწინეთ, რომ ერთი IP-დან ერთზე მეტი ხმის დაფიქსირების შემთხვევაში ხმები განულდება.

ხმის მიცემა შეგიძლიათ ასევე გაზეთ "ლელოს" მეშვეობით. თქვენი რჩეული სპორტსმენი მონიშნეთ გაზეთში შემოთავაზებულ ანკეტაში და გამოაგზავნეთ რედაქციაში ან ჩაუშვით "კვირის პალიტრის" სპეციალურ ყუთებში.

გამოკითხვაში მონაწილეობის
მიღება შესაძლებელია "პალიტრა მედიის" ცხელ ხაზზე დარეკვით (10-დან 18 საათამდე, კვირის გარდა) - 2 19 60 13.

გამოკითხვა დაიწყო 20 დეკემბერს და დასრულდება 29 დეკემბერს (08:00 სთ-ზე). შედეგები გამოქვეყნდება 30 დეკემბრის წლის შემაჯამებელ "ლელოში", როგორც გაზეთის, ასევე მკითხველის ვერსიით.

ნომინანტთა სია შემოთავაზებულია ანბანის მიხედვით:

* ჯანო ანანიძე (ფეხბურთი)
* ნიკოლოზ ბასილაშვილი (ჩოგბურთი)
* შმაგი ბოლქვაძე (ბ/რ ჭიდაობა. III ადგილი ოლიმპიადაზე)
* მამუკა გორგოძე (რაგბი)
* ირაკლი თურმანიძე (ძალოსნობა. III ადგილი ოლიმპიადაზე)
* ვარლამ ლიპარტელიანი (ძიუდო. II ადგილი ოლიმპიადაზე)
* ვასილ ლობჟანიძე (რაგბი)
* ზაზა ნადირაძე (კანოე. V ადგილი ოლიმპიადაზე)
* თორნიკე ოქრიაშვილი (ფეხბურთი)
* გენო პეტრიაშვილი (თ. ჭიდაობა. III ადგილი ოლიმპიადაზე)
* ლაშა ტალახაძე (ძალოსნობა. I ადგილი ოლიმპიადაზე)
* ზაზა ფაჩულია (კალათბურთი)
* ლაშა შავდათუაშვილი (ძიუდო. III ადგილი ოლიმპიადაზე)
* თორნიკე შენგელია (კალათბურთი)
* ვლადიმერ ხინჩეგაშვილი (თ. ჭიდაობა. I ადგილი ოლიმპიადაზე).

შეგახსენებთ "ლელოს" წლის სპორტსმენებს:

2015 - ზაზა ფაჩულია (კალათბურთი), "ლელოს" ვერსიით
მამუკა გორგოძე (რაგბი), მკითხველის ვერსიით

2014
- ავთანდილ ჭრიკიშვილი (ძიუდო), "ლელოს" ვერსიით
გოგიტა არქანია (კარატე) - მკითხველის ვერსიით

2013
- მამუკა გორგოძე (რაგბი), "ლელოსა" და მკითხველის ვერსიით

2012
- ლაშა შავდათუაშვილი (ძიუდო), "ლელოსა" და მკითხველის ვერსიით

2011
- მამუკა გორგოძე (რაგბი), "ლელოსა" და მკითხველის ვერსიით.
მკითხველის კომენტარები / 14 /
არც საბჭოთა ქართული და არც დამოუკიდებელი ქართული სპორტის ისტორიაში არ გვყოლია მოქმედი ევროპის, მოქმედი მსოფლიოს და მოქმედი ოლიმპიური ჩემპიონი, ახლა გვყავს ერთბაშად ორი ლაშა ტალახაძე (ევროპის ჩემპიონი 2016, მსოფლიოს ჩემპიონი 2015, ოლიმპიური ჩემპიონი 2016) და ვლადიმერ ხინჩეგაშვილი (ევროპის ჩემპიონი 2016, მსოფლიოს ჩემპიონი 2015, ოლიმპიური ჩემპიონი 2016). ხინჩეგაშვილი ტიტულებით წელს გახდა ნომერი პირველი სპორტსმენი დამოუკიდებელი ქართული სპორტის ისტორიაში. ამიტომ ჩემი აზრით ყოველგვარი გამოკითხვის გარეშე ლაშა და ლადო უნდა გახდნენ 2016 წლის საუკეთესო ქართველი სპორტსმენები. სპორტის სამინისტრომ უნდა დაუშვას გამონაკლისი და ორივე სპორტსმენს მისცეს 2016 საუკეთესოს წოდება, თუ მხოლოდ ერთ სპორტსმენს აირჩევენ ეს იქნება უსამართლობა. ვინ იცის კიდე როდის გვეყოლება თუნდაც ერთი სპორტსმენი, რომელიც მიყოლებით მოიგებს ევროპას, მსოფლიოს და ოლიმპიადას.
დათო30
20 დეკემბერი 2016 18:17
0
ტალახაძე ცალსახად, ახლახანს კიდევ რეკორდები დაამყარა.
ქარ
20 დეკემბერი 2016 17:30
0
ლაშა ტალახაძეს პირდაპირ პირველი ადგილი!!!დანარჩენი გამოკითხვით გამოვლინდეს!!! (ნუ მიწყენთ,ესაა ჩემი პირადი აზრი)
gulshematkivari
20 დეკემბერი 2016 17:03
0
ლარი - ყველა რეკორდი მოხსნა.
zuzu
20 დეკემბერი 2016 16:41
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული