პირველ ტურში წარმატებას მიაღწიეს სხვადასხვა ასაკში მსოფლიოს და ევროპის მრავალგზის ჩემპიონებმა და პრიზიორებმა - ქეთი წაწალაშვილმა (მას ამას წინათ ქალთა დიდოსტატის წოდება მიენიჭა), მერი არაბიძემ, ასევე, სალომე ხაჟომიამ, დავით
10:43 13-06-2011
ფავორიტებმა მოგებით დაიწყეს
AutoSharing Option
ქუთაისში ხუთგზის მსოფლიოს ჩემპიონის - მაია ჩიბურდანიძის სახელობის საჭადრაკო სკოლა 20-წლამდელთა საქართველოს პირველობას მასპინძლობს. შეჯიბრებაში, მართალია, სხვადასხვა ქალაქისა და რაიონის სულ 31 წარმომადგენელი (14 გოგონა და 17 ვაჟი) მონაწილეობს, მაგრამ საჭადრაკო მაგიდებს, ფაქტობრივად, ფავორიტები მიუსხდნენ. არც არის გასაკვირი, რადგან ეს ტურნირი შესარჩევი ასპარეზობაა - გამარჯვებულები წლეულს ინდოეთში მსოფლიოს პირველობაზე მოსინჯავენ ძალებს.
პირველ ტურში წარმატებას მიაღწიეს სხვადასხვა ასაკში მსოფლიოს და ევროპის მრავალგზის ჩემპიონებმა და პრიზიორებმა - ქეთი წაწალაშვილმა (მას ამას წინათ ქალთა დიდოსტატის წოდება მიენიჭა), მერი არაბიძემ, ასევე, სალომე ხაჟომიამ, დავით
ლომსაძემ, დავით ბენიძემ, ირაკლი ჯანიაშვილმა და სხვებმა. შეჯიბრება შვეიცარიული სისტემით 9 ტურად ჩატარდება და 19 ივნისს დასრულდება.
პირველ ტურში წარმატებას მიაღწიეს სხვადასხვა ასაკში მსოფლიოს და ევროპის მრავალგზის ჩემპიონებმა და პრიზიორებმა - ქეთი წაწალაშვილმა (მას ამას წინათ ქალთა დიდოსტატის წოდება მიენიჭა), მერი არაბიძემ, ასევე, სალომე ხაჟომიამ, დავით
მკითხველის კომენტარები / 0 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
უძრავი ქონება
107.00 k
150.00 k
სიახლეები
პოპულარული