"ტენერიფემ" იტალიაში იმარჯვა და ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალი გაინაღდა

AutoSharing Option
გიორგი შერმადინის ლაგუნა ტენერიფე ფიბა-ს ჩემპპიონთა ლიგის მეოთხედფინალშია. პლეი ოფის საგზური "ტენერიფელებმა" ვადაზე ადრე მოიპოვეს, რადგან მეორე ჯგუფურ ეტაპზე, რომელშიც ჯამში 6 მატჩი უნდა ჩატარდეს, საწყისი 4 უკვე მოიგეს. შესაბამისად, შერმადინის გუნდმა საუკეთესო 2 გუნდში ადგილი გაინაღდა და დარჩენილ 2 ტურში რაც არ უნდა მოხდეს, ტენერიფე მეოთხედფინალში ითამაშებს.

ჯგუფის მე-4 გამარჯვება "ტენერიფელებმა" იტალიაში, რეჯიო ემილიას წინააღმდეგ მოიპოვეს, რომელიც 84:74 დაამარცხეს. მატჩში 16:46 ითამაშა ქართველმა ცენტრმა, რომელმაც 2 ქულა, 5 მოხსნა, 1 ჩაჭრა და 1 დაფარება მიითვალა. გიორგიმ 4-დან 2 საჯარიმო
ჩააგდო, 2 ორიანი კი ააცილა. გამარჯვებულებს დევიდ კრამერმა ულიდერა, რომელმაც 25 ქულა ჩააგდო. მარსელინიო ჰუერტასმა 22 ქულა და 8 პასი მიითვალა.

ჯგუფში დარჩენილ მატჩებს ტენერიფე 19 მარტს, თურქეთში, აიაღა "პეტკიმთან" და 25-ში შინ, ესპანურ "მანრესასთან" გამართავს.

GBF
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული