ცხრა შესაძლებლიდან 7,5 ქულით პირველი ადგილი მასპინძელმა ივან ჩეპარინოვმა დაიკავა. ამდენივე ქულა მოაგროვა მისმა თანამემამულე ათანას კოლევმა, რომელსაც უარესი კოეფიციენტით მეორე ადგილი ხვდა. 7-7 ქულით, შესაბამისად, მესამე-მეათე ადგილები მაქსიმ როდშტეინმა (ისრაელი), კონსტანტინ ლუპულესკუმ (რუმინეთი), დმიტრი სვეტუშკინმა (მოლდოვა), ავეტიკ გრიგორიანმა (სომხეთი), პეტერ არნაუდოვმა (ბულგარეთი) და პონტუს კარლსონმა (შვედეთი) გაინაწილეს.
22-მა მოჭადრაკემ 6,5-6,5 ქულა მოაგროვა. მათ შორისაა ნაზი პაიკიძე, რომელსაც საერთო ჩათვლაში 30-ე ადგილი
ორგანიზატორებმა ტურნირისთვის სოლიდური საპრიზო ფონდი დააწესეს - 40 ათასი ევრო, საიდანაც ჩეპარინოვი 8 000 ევროთი დაჯილდოვდა, მეორე-მეხუთე ადგილებზე გასულთ 4000, 2500, 1500 და 1000 ევრო ხვდათ.
მანდილოსანთა შორის გამარჯვებულ პაიკიძეს 800 ევრო, მეორე-მესამე ადგილოსნებს, შესაბამისად, - 550 და 400 ევრო გადაეცათ.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"