ლიდერს ნახევარი ქულით ჩამორჩება

AutoSharing Option
ესპანურ ბარბერა დელ ვალესში გრძელდება მოჭადრაკეთა საერთაშორისო ფესტივალი, რომლის A ტურნირში ორი ქართველი დიდოსტატი მონაწილეობს - მე-4 ტურში ლევან აროშიძემ ბრაზილიელ ჰერმან ვანს სძლია, ანა მათნაძემ კი მასპინძელი კოლონი გარსია დაამარცხა.

უდანაკარგოდ ლიდერობს კუბელი ჰოლდენ ჰერნანდესი, რომელმაც თანამემამულე ჰექტორ რამოსი დაამარცხა.

ლიდერთა დანარჩენი პარტიები ასე დამთავრდა: ედუარდო იტურისაგა (ვენესუელა)-მაიკლ ლეჩი (ესპანეთი) 1:0, ფერნანდო პერალტა (არგენტინა)-ორელვის პერესი (ესპანეთი) 1:0, მარკ ნარკისო (ესპანეთი)-მაურისიო ბაროჩე (ესპანეთი) 1:0.

4 ტურის შემდეგ ლიდერ ჰერნანდესს ნახევარ-ნახევრი ქულით ჩამორჩებიან აროშიძე, იტურისაგა, ნარკისო და პერალდა. მათნაძეს 3 ქულა
აქვს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული