დღეს მე-5 ტურში ინტერესს იწვევს ფანცულაია-ყაშაშვილის, ვახანია-შანავას, ზარქუა-მორჩიაშვილის, კალაშიან-ბერაძისა და ჭიღლაძე-შაჰინიანის ორთაბრძოლები.
ალექსანდრიას თასზე ასაკების მიხედვით, როგორც გაუწყეთ, 8, 10 და 12 წლის გოგო-ბიჭებიც
8-წლიან გოგონებში 4 ტურის შემდეგ უდანაკარგოდ სოფიკო გოგინავა და თამარ ესაძე ლიდერობენ, ბიჭებში შოთა ხოდაშნელი და ნიკოლოზ კაჭარავა მოექცნენ გათამაშების ცხრილის სათავეში.
10-წლიანებში ქულათა მაქსიმუმი მოაგროვეს გვანცა მარგველაშვილმა, ელენე კოსტავამ და კოკა ბუკიამ.
12-წლიან გოგონებში გუშინ ერთმანეთთან დაზავებით ნახევარ-ნახევარი ქულა დაკარგეს თეა ჭოლაძემ და ნარმინ მამადოვამ, თუმცა ლიდერობა მაინც შეინარჩუნეს. ბიჭებში 4 ქულით პირველ ადგილზეა ირაკლი ახვლედიანი. ნახევარ-ნახევარი ქულით ნაკლები მოაგროვეს ლუკა ლიჩელმა და გიორგი ბოტკოველმა.
დღეს მე-5 ტურის პარტიები გაიმართება.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"