ნანა ძაგნიძე ჩინეთში მე-8 ადგილს დასჯერდა

AutoSharing Option
ობიექტური მიზეზების გამო ნანა ძაგნიძემ ჩინეთში მოჭადრაკე ქალთა სუპერტურნირში ჩვეული შემართებით ვერ ითამაშა. ბოლო ტურის წინ მას სულ 3 ქულა ჰქონდა. ფინიშთან ორგზის ევროპის ჩემპიონ ტატიანა კოსინცევას (რუსეთი) სძლია და საბოლოოდ 4 ქულით მე-8 ადგილი დაიკავა.

ცხრა შესაძლებლიდან 6,5 ქულით ტურნირი მოიგო ჩინელმა იუ ვენძიუნმა (ბოლო ტურში იგი მსოფლიოს ექსჩემპიონ ჟუ ჩენს (ყატარი) დაუზავდა), რომელმაც მთავარი პრიზი - 5 ათასი დოლარიც დაიმსახურა. მე-9 ტურში მშვიდობიანად დაასრულა ორთაბრძოლა ინდოელმა ჰარიკა დრონავალიმ ანა ზატონსკიხთან (აშშ), თუმცა ეს შედეგიც საკმარისი აღმოჩნდა მეორე პრიზის
(4000 დოლარი) მოსაპოვებლად. მესამე-მეოთხე ადგილები ნადეჟდა კოსინცევამ (რუსეთი) და ჟაო სიუმ (ჩინეთი) გაინაწილეს. მომდევნო ადგილებზე მოდიან: ჰოუ იფანი (ჩინეთი), მარი სებაგი (საფრანგეთი), ჟუ ჩენი-4,5-4,5, ძაგნიძე-4, ტ. კოსინცევა-3, ზატონსკიხი-2,5 ქულა.


* * *
ხანჩჯოუში ქალთა ტურნირი თუ დამთავრდა, ნინბოში ვაჟთა გუნდური მსოფლიოს ჩემპიონატი ჯერ კიდევ გრძელდება. 7 ტურის შემდეგ სატურნირო მდგომარეობა ასეთია: სომხეთი- 12 (ქულათა საერთო რაოდენობა-18,5), ჩინეთი- 9 (17), უკრაინა-9 (15), რუსეთი- 8 (15,5), უნგრეთი- 8 (15), აშშ-8 (14,5), აზერბაიჯანი- 6 (14,5), ინდოეთი- 5 (12), ისრაელი- 5 (11,5), ეგვიპტე- 0 (6,5) ქულა. შეჯიბრების დამთავრებამდე 2 ტური დარჩა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული