ქართული დესანტი ბაქოში

AutoSharing Option
აზერბაიჯანის რესპუბლიკის დამოუკიდებლობის 20 წლისთავს ეძღვნება დიდი საჭადრაკო ფესტივალი, რომელსაც ბაქო უმასპინძლებს. შეჯიბრების საპრიზო ფონდია 50 000 ევრო.

მთავარ ტურნირში, რომელიც ხვალ აიღებს სტარტს, 13 ქვეყნის 76 წარმომადგენელი იასპარეზებს. ჯილდოებისთვის იბრძოლებენ ისეთი სახელოვანი დიდოსტატები, როგორებიც არიან შაჰრიარ მამედიაროვი (აზერბაიჯანი, 2765), ფრანცისკო ვალეხო (ესპანეთი, 2724), პერეს დომინგუში (კუბა, 2719), ალექსეი დრეევი (რუსეთი, 2711), ემილ სუტოვსკი (ისრაელი, 2700), დმიტრი ანდრეიკინი (რუსეთი, 2696), ილია სმირინი (ისრაელი, 2676), მათ წინააღმდეგობას გაუწევენ ქართველი მოჭადრაკეები - მიხეილ მჭედლიშვილი (2618), მერაბ გაგუნაშვილი (2588), თორნიკე სანიკიძე (2525), მალხაზ
სულაშვილი (2476), გიგა ყუფარაძე (2467), დავით მარგველაშვილი (2463), გაიოზ ნიგალიძე (2448), სალომე მელია (2437), ივერი ჭიღლაძე (2401), ბაჩანა მორჩიაშვლილი (2376) და ზურაბ ჯავახაძე (2363).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული