ჩვენები ლიდერებში არ ჩანან

AutoSharing Option
საქართველოს რვა წარმომადგენელი მონაწილეობს ბაქოს საჭადრაკო ფესტივალში, რომელიც აზერბაიჯანის დამოუკიდებლობის 20 წლისთავს ეძღვნება.

გუშინ მე-6 ტურში მიხეილ მჭედლიშვილი თეთრი ფიგურებით ასპარეზობის რეიტინგფავორიტ შაჰრიარ მამედიაროვს (აზერბაიჯანი) დაუზავდა; ასევე მშვიდობიანად დაშორდნენ ერთმანეთს რაუფ მამედოვი (აზერბიჯანი)-თორნიკე სანიკიძე, მერაბ გაგუნაშვილი-ქალებში ევროპის ექსჩემპიონი ნატალია ჟუკოვა (უკრაინა), სარასადათ ხადემალშარი (ირანი)-სალომე მელია, შაჰინ ჰუსეინოვი (აზერბაიჯანი)-ბაჩანა მორჩიაშვილი.

სამი ჩვენებური კი მეტოქეებს დანებდა: დავით მაღალაშვილი-ემილ სუტოვსკი (ისრაელი) 0:1, აუაზ მამადოვი (აზერბაიჯანი)-გაიოზ ნიგალიძე 0:1, გიგა ყუფარაძე-ორხან აბდულოვი (აზერბაიჯანი) 0:1.

ლიდერთა ჯგუფის წევრებმა - სერგეი ჟიგალკომ (ბელარუსი) და ევგენი რომანოვმა (რუსეთი),
ლაზარო ბრუზონმა (კუბა) და პერეს დომინგესმა (კუბა) ქულის გაყოფა არჩიეს.

ექვსი ტურის შემდეგ 5,5 ქულით ისევ ჟიგალკო ლიდერობს. მას ნახევარი ქულით ჩამორჩება რომანოვი. ბრუზონმა, ანდრეიკინმა, დრეევმა და სუტოვსკიმ 4,5-4,5 ქულას მოუყარეს თავი. მათ 4-ქულიანთა 13-კაციანი ჯგუფი მოჰყვება, რომელშიც მჭედლიშვილი და სანიკიძეც არიან. მაღალაშვილი, გაგუნაშვილი-3,5-3,5, ნიგალიძე-3, ყუფარაძე-2,5, მორჩიაშვილი, მელია-2-2 ქულა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული