საგულისხმოა, რომ ჩერნიგოველებმა წლეულს ევროპის საკლუბო ჩემპიონატზე მესამე ადგილი დაიკავეს. პირველ დაფაზე მათ ღირსებას ქართველი დიდოსტატი, ევროპის ინდივიდუალური ჩემპიონატების ვერცხლისა და ბრინჯაოს მედალოსანი ბაადურ ჯობავა (2707) იცავს. მის მხარდამხარ იბრძოლებენ უკრაინის ჩემპიონი ანტონ კორობოვი (2684), 2004 წლის მსოფლიოს საჭადრაკო ოლიმპიადის გამარჯვებული ანდრეი ვოლკიტინი (2676), ბელარუსის ეროვნული ნაკრების
უძლიერეს შემადგენლობას მოუყარა თავის ხარკოვის ”იურიდიულმა აკადემიამ”. ამ გუნდში ითამაშებენ: მსოფლიოს საჭადრაკო ოლიმპიადების ორგზის (2004, 2010) გამარჯვებული, ფიდეს გრანპრის მე-5 ეტაპის პირველადგილოსანი, ევროპის საკლუბო ჩემპიონატების ორგზის (2009, 2010) ოქროს მედლის მფლობელი პაველ ელიანოვი (2742), საჭადრაკო ოლიმპიადებისა და ევროპის საკლუბო ჩემპიონატების ასევე ორ-ორგზის გამარჯვებული ალექსანდრ მოისეენკო (2670), იაროსლავ ჟერებუხი (2573), ალექსანდრ კოვჩანი (2561), ვალერი ავესკულოვი (2538).
კიეველთა გუნდის ლიდერია მსოფლიოს მე-16 ჩემპიონი, მსოფლიოს საჭადრაკო ოლიმპიადების ორგზის გამარჯვებული და ევროპის ჩემპიონატის ვერცხლის პრიზიორი რუსლან პონომარიოვი (2744), მთავარი პრიზისთვის მასთან ერთად იბრძოლებენ უკრაინის ორგზის ჩემპიონი ევგენი მიროშნიჩენკო (2670), ალექსანდრ არეშჩენკო (2661), იური კუზუბოვი (2633), ვლადიმირ ბაკლანი (2613), როვნოელებს დიდოსტატი მარტინ კრავცივი (2566) მეწინავეობს. მომდევნო დაფებზე მეტოქეებს ელდარ ჰასანოვი (2488), ვლადიმირ იაკიმოვი (2494) და ოლეგ ივანოვი (2494) დაუპირისპირდებიან.
გუშინ პირველ ტურში ჯობავას გუნდმა როვნოელებს სძლია 3:1. ჩვენებურმა 57-ე სვლაზე კრავცივი დაამარცხა. ჰასანოვი-კორობოვი 0,5:0,5, ვოლკიტინი-იაკიმოვი 1:0, ივანოვი-ჟიგალკო 0,5:0,5, კიევი-ხარკოვი 2:2, პონომარიოვი-მოისეენკო 0,5:0,5, ჟერებუხი-არეშნიჩენკო 0:1, მიროშნიჩენკო-ფირმანი 0,5:0,5, ავესკულოვი-კუზუბოვი 0:1.