ვაჟებს ნოკაუტსისტემა, ქალებს წრიული

AutoSharing Option
თბილისის ჭადრაკის სასახლეში 12 იანვარს დაიწყება და 27-ში დამთავრდება საქართველოს მოჭადრაკე ვაჟთა 70-ე ეროვნული ჩემპიონატი. შეჯიბრებაში 16 დიდოსტატი და საერთაშორისო ოსტატი ჩაებმება ნოკაუტსისტემით - მედლებისთვის იბრძოლებენ: მიხეილ მჭედლიშვილი, მერაბ გაგუნაშვილი, თამაზ გელაშვილი, დავით არუთინიანი, ლევან ფანცულაია, კონსტანტინე შანავა, თორნიკე სანიკიძე, დავით ბენიძე, დავით ჯოჯუა, გიორგი მარგველაშვილი, მალხაზ სულაშვილი, ლუკა პაიჭაძე, შოთა აზალაძე, ბაჩანა მორჩიაშვილი, გიგა ყუფარაძე და დავით ზარქუა.

მერვედფინალსა და მეოთხედფინალში ისინი ორ-ორ კლასიკურ პარტიას ითამაშებენ. შეხვედრის ფრედ დამთავრების შემთხვევაში მომდევნო ეტაპზე გამსვლელ მოჭადრაკეს ტაიბრეიკები (ჯერ 25-წუთიანი, შემდეგ -
5-წუთიანი და "არმაგედონი") გამოავლენს. ნახევარფინალში, ფინალსა და მესამე ადგილისთვის ბრძოლაში მეტოქეები ოთხ-ოთხჯერ დაუპირისპირდებიან ერთმანეთს. წონასწორობის შემთხვევაში აქაც ტაიბრეიკების სისტემა იმუშავებს.

ტურნირის საპრიზო ფონდია 14 500 ლარი. ჩემპიონი 4000 ლარს მიიღებს, მეორე-მესამე პრიზიორები, შესაბამისად, 3500 და 3000 ლარით დაჯილდოვდებიან. მეოთხეადგილოსანს 2000 ლარი გადაეცემა, ხოლო მეხუთე-მერვე ადგილებზე გასულთ - 500-500 ლარი. ჩემპიონი და ვიცე-ჩემპიონი ეროვნულ ნაკრებში დაიბევებენ ადგილებს, ხოლო მედალოსნებს საქართველოს ჭადრაკის ფედერაცია ევროპის ჩემპიონატზე გასამგზავრებლად დააფინანსებს.

მოჭადრაკე ქალთა 68-ე ეროვნული ჩემპიონატი ვაჟების პირველობამდე სამი დღით ადრე აიღებს სტარტს დაბა ანაკლიაში. სალომე მელია, ნინო ხურციძე, მაია ლომინეიშვილი, ლელა ჯავახიშვილი, სოფიკო ხუხაშვილი, ბელა ხოტენაშვილი, ნაზი პაიკიძე, მარიამ დანელია, მერი არაბიძე, ნინო ბაციაშვილი, მაკა ფურცელაძე, მირანდა მიქაძე, სოფიკო ნიკოლაძე - 10 იანვრიდან წრიული სისტემით შეხვდებიან ერთმანეთს, 16 იანვარი დასვენების დღეა. პირველი-მეხუთეადგილოსნები, შესაბამისად, 4000, 3500, 3000, 2000 და 1000 ლარით დაჯილდოვდებიან. მედალოსნებს ფედერაცია ევროპის ინდივიდუალურ ჩემპიონატზე წასასვლელ ხარჯებს აუნაზღაურებს.




.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული