აზმაიფარაშვილი ფრთხილობს, მაგრამ მაინც პირველია

AutoSharing Option
სინგაპურში დასასრულს უახლოვდება აზიის ღია ჩემპიონატი, რომელშიც ქართველი დიდოსტატი ზურაბ აზმაიფარაშვილიც მონაწილეობს. გუშინ ერთბაშად ორი ტურის პარტიები გაიმართა.

ფინიშის სწორზე ლიდერები ფრთხილობენ. დასტურად ისიც გამოდგება, რომ 14-დან 9 შეხვედრა ყაიმით დამთავრდა, მათ შორის ზურაბ აზმაიფარაშვილის ორივე ორთაბრძოლა - ჯერ ფილიპინელ ოლივერ ბარბოსასთან, შემდეგ კი ვიეტნამელ ჰაი დიენ დაოსთან. რვა ტურის შემდეგ ჩვენებური 6 ქულით კვლავაც ერთპიროვნულად ლიდერობს.

მეწინავეთაგან მე-8 ტურში ასევე დაზავდნენ: ბარბოსა-პაულ გომესი (ფილიპინები), კიმ სტივენ იარი (ფილიპინები)-ვან ნგუენი (ვიეტნამი), კერდას ბარუსი (ინდონეზია)-ედგარ რეჯი ოლეი (ფილიპინები). სამი პარტია შედეგიანი
გამოდგა: სუსანტო მეგარანტო (ინდონეზია)-რიჩარდ ბიტუნი (ფილიპინები) 1:0, სენგ კაო (ვიეტნამი)-ენრიკე პაკინცია (სინგაპური) 1:0, აგუსტა ლაკსანა (ინდონეზია)-ტიმოთი ჩანი (სინგაპური) 0:1.

შეჯიბრების დამთავრებამდე ტურით ადრე აზმაიფარაშვილს 0,5-0,5 ქულით მეგარანტო და ბარბოსა ჩამორჩებიან. 6 მოჭადრაკეს 5-5 ქულა აქვს. დღეს ქართველის მეტოქეა კაო.



.
მკითხველის კომენტარები / 1 /
ამჯერად ზურაბი სინგაპურის ღირსებას იცავდა
kopala
14:16 30-12-2010
0

სიახლეები პოპულარული