ჩაქვში, მოჭადრაკე ქალთა ევროპის ჩემპიონატზე 20 მაისს მეორე ტურის შეხვედრები გაიმართა. კვლავ წარმატებით ითამაშა ასპარეზობის რეიტინგფავორიტმა
ნანა ძაგნიძემ, რომელმაც შავი ფიგურებით მარინა გუსევა (რუსეთი) დაამარცხა.
გათამაშების ცხრილში მეორე ქულა ჩაიწერა
ლელა ჯავახიშვილმაც - თეთრებით ულვია ფატალიევას (აზერბაიჯანი) მოუგო. ანტოანეტა სტეფანოვამ შავებით დარია ჩაროჩკინა (რუსეთი) დაჯაბნა, ოლგა გირიამ (რუსეთი) ზოია შლენინგს (გერმანია) სძლია. ნინო ბაციაშვილმა შავებით გუნაი მამაზადა (აზერბაიჯანი) დაამარცხა.
ქართველთა დანარჩენი პარტიები ასე დამთავრდა: ალექსანდრა გორიაჩკინა (რუსეთი) - მაია ლომინეიშვილი 1:0; ელინა დანიელიანი (სომხეთი)
- სოფიო გვეტაძე 1:0; სალომე მელია - მიხაელა სანდუ (რუმინეთი) 0:1; მერი ჟორჟოლიანი - ქეთევან არახამია-გრანტი (შოტლანდია) 0.5:0.5; ბელა ხოტენაშვილი - ზეინაბ მამედიაროვა (აზერბაიჯანი) 1:0; ოლივია კილბასა (პოლონეთი) - ნინო ხურციძე 0:1; ეკატერინა კოვალევსკაია (რუსეთი) - ნინო ხომერიკი 1:0; მერი არაბიძე - მარტინა ფოლკოვა (ჩეხეთი) 1:0; სოფიკო გურამიშვილი - თამარ ხმიადაშვილი 1:0; ევგენია ოვოდი (რუსეთი) - ნინო ჯალაღონია 1:0; ანა კუჭავა - კარინა ჰოროვსკა (პოლონეთი) 0.5:0.5; ფილიზ ოსმანოდია (გერმანია) - ციალა ქასოშვილი 1:0; ანა გავაშელი - ოლგა ზიმინა (იტალია) 0:1; ხაიალა აბდულა (აზერბაიჯანი) - ალექსანდრა ვახანია 0.5:0.5; მარტინა კორენოვა (ჩეხეთი) - მადონა ბოკუჩავა 0.5:0.5; მარიამ ჭოლაძე - დინა ბელენკაია (რუსეთი) 0:1; მირანდა მიქაძე - ანა ცხადაძე (რუსეთი) 1:0; ინგა ხურცილავა - მარიამ თევზაძე 0:1; ნატა ჯიბუტი - სვეტლანა პეტრენკო (მოლდოვა) 0:1; ნატო იმნაძე - თამარ ჭანტურია 1:0; დიანა ლომაია - ანა ჰაირაპეტიანი (სომხეთი) 0:1.
დღეს მეორე ტურის შეხვედრები გაიმართება.